ყველა ადამიანს გააჩნია ოცნება და მათსავით მეც, თუმცა მათგან განსხვავებით ჩემი ოცნება შენ ხარ…
პირველად 5 წლის წინ დაგინახე, როცა ახალ სკოლაში გადმოვედი. შენ მერვე კლასში იყავი, მე კი მეშვიდეში. მაშინ ალბათ ბავშვურად, ჩემებურად მაგრამ მაინც მიყვარდი. ყველგან თვალს გაყოლებდი : ბუფეტში, ჰოლში, ეზოში თუ ფიზკულტურის დარბაში. ნელ–ნელა შემოძვერი ჩემს გულში და დაიკავე მთელი გული, არც კი მოგერიდა ისე თამამად დაბოდიალობდი და ვერ ამჩნევდი თუ როგორ მტკიოდი. ძალიან ვეცადე შენთან დაახლოებას. ხან მხარს გაგკრავდი, ხან გაგიღიმებდი და ვცდილობდი შენი ყურადრება დამემსახურებინა, მაგრამ უშედეგოდ…
გახსოვს ერთხელ დაბადების დღეზე საჩუქარი, რომ მიიღე უსახელო? მე ვიყავი..
Gგახსოვს მადლიერების დღე რომ მოგილოცა ვიღაცამ? მე ვიყავი..
მაშინაც მე ვიყავი, როცა შენდობის დღეს პატიება გთხოვე, შენ მომწერე გპატიობო, თუმცა საპატიებელი არაფერი მქონია , მაინც გამიხარდა.(ალბათ იმიტომ რომ ეს იყო შენი პირველი სიტყვა ჩემთვის განკუთვნილი).
მახსოვს შენი ბოლო ზარი და ის სიმღერა, რომელსაც მერე მთელი წელი გულში ვღიღინებდი.. მახსოვხარ შენ, ფრაკში გამოწყობილი, კისერზე ბანტით და გოგოები, რომლებიც ბუზებივით გეხვეოდნენ.. მინდოდა მოვსულიყავი, თმებში მეტაცა მათთვის ხელი და მეყვირა- ის ჩემია, ჩემია მეთქი…
გავიდა დრო, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილხარ შენ.მთელი თვეა ექიმებთან დამარბენინებენ, რაღაც დაავადება აღმომაჩნდა, რისი განკურნებაც არ შეუძლიათ.. იცი, დღეს ჩემი ცხოვრების ბოლო დღეა და სწორედ ამიტომ დაგირეკე. მინდოდა ბოლო დღეს მაინც ვყოფილიყავი შენთან, მინდოდა გაგვესეირნა, წავსულიყავით კინოში ან თუნდაც გარედან გვეყურბინა კინოთეატრისთვის, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ ერთად ვიქნებოდით. სამწუხაროდ შენ არ ისურვე, მაგრამ არ გეგგონოს რომ მეწყინა.. არა, არა ვიცი რომ ბევრი საქმე გაქვს. იცი, ერთხელ მაინც რომ მომსალმებოდი, ერთხელ მაინც რომ ჩამეკიდა ხელი შენთვის, ერთელ მაინც რომ…. . . თუმცა არა, რა მაქვს საწუწუნო, პირიქით მადლობას გიხდი რომ ასეთი ლამაზი სიზმრები მაჩუქე.. ყოველ ღამე მესიზმრებოდი და სწორედ ეს მაძლევდა ძალას რომ მეცხოვრა და გამეღიმა….
მადლობა ყველაფრისათვის…
ამ წერილს რომ წაიკითხავ უკვე აღარ ვიქნები ამქვეყნად, მაგრამ არ გეგონოს რომ იქაურობის მეშინოდეს.. უფრო იმის მეშინია იქ უშენოდ როგორ გავძლებ. იცი, ჩემს ანგელოზს ვთხოვ რომ დაგიფაროს და საფრთხეს აგარიდოს. ვიცი წარმატებული იქნები და ისიც ვიცი, რომ მალე იპოვი ნამდვილ სიყვარულს.. მთავარია გჯეროდეს და მთავარია იცოდე ამ ცხოვრებაში რა გინდა..
პ.ს. მიყვარხარ.. თუმცა უკვე მიყვარდი უფრო სწორია ალბათ… მოკლედ არ ვიცი რა გითხრა.. მადლობა და მშვიდობით სამუდამოდ…
გამომგზავნი: თამუნა დანელია