Skip to content

გადასახადები იზრდება წვიმის გარეშე

• „ამერიკა არის გადასახადების ქვეყანა, რომელიც შეიქმნა გადასახადების თავიდან აცილების იდეით.“ ლოურენს ჯ. პეტერი
• „რატომ ხდება, რომ გადასახადბის უმნიშვნელო ზრდა იწვევს 200 დოლარის დამატებით ხარჯს, ხოლო გადასახადების არსებითად შემცირება გაზოგვინებთ 30 ცენტს?“  პეგ ბრაკენი 
• „ერთმანეთზე უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ და ერთმანეთი უფრო ნაკლებად უნდა დავბეგროთ.“ ბილ არჩერი
• „მთავარი იდეა, რაც უნდა დავიმახსოვროთ არის ის, რომ რასაც მთავრობა გვაძლევს, პირველ რიგში მან  სხვისგან უნდა ამოიღოს.“ ჯონ ს. სოლემანი
• „საუკეთესო რამეები ცხოვრებაში გადასახადებისაგან თავისუფალია, მაგრამ ადრე თუ გვიან მთავრობა იპოვის გზას მათ დასაბეგრად.“ უცნობი ავტორი 
• „ეს შეკითხვები მათემატიკოსისათვის ძალიან რთულია, იგი უნდა დაუსვათ ფილოსოფოსს.“  ალბერტ აინშტეინი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსების დროს 1944
• „საშემოსავლო გადასახადმა იმაზე მეტი კრიმინალი შექმნა, ვიდრე სხვა რომელიმე კონკრეტულმა მთავრობის აქტმა.“ ბარი გოლდვოთერი
• „გადასახადები იზრდება წვიმის გარეშე.“ ებრაული ანდაზა
• „ჯარიმა არის გადასახადი რაიმეს არასწორად გაკეთებისათვის. გადასახადი არის ჯარიმა რაიმეს კარგად გაკეთებისათვის.“ უცნობი ავტორი 
• „პოლიტიკოსები ამბობენ: ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ გადასახადების შემცირება. შეიძლება ჩვენც არ შეგვიძლია, რომ დავუშვათ პოლიტიკოსები.“ სტივ ფორბსი 
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია ეკონომიკის მკვლევარ გივი კუპატაძის მიერ