ჩარლზ შვაბთან საამქროს ერთი ადამიანი მუშაობდა ხელმძღვანელი პოზიციაზე, რომლის მუშებიც საწარმოო ნორმებს ვერ ასრულებდნენ.
„რატომ ხდება ასე? – კითხულობდა ჩარლზი, ასეთი ნიჭიერი მუშაკი ხართ და ცვლის დავალებას რატომ ვერ ასრულებთ?“
„ არ ვიცი, -პასუხობდა საამქროს უფროსი,- ყველა შესაძლო მეთოდი გამოვიყენე, რჩევა-დარიგებიდან და ჩიჩინიდან, მკაცრ დატუქსვამდე და გათავისუფლებით დამუქრებამდე, მაგრამ საშველი არ დაადგა. უბრალოდ მუშაობა არ უნდათ.“ ეს საუბარი დღის ბოლოს შედგა, ზუსტად ღამის ცვლაში მუშაობის დაწყებამდე. შვაბმა საამქროს უფროსს ცარცის ნაჭერი სთხოვა, შემდეგ კი ყველაზე ახლოს მდგომ მუშას მიუბრუნდა და შეეკითხა: „ რამდენი გამონადნობი შესრულდა დღეს ჩვენს საამქროში? – ექვსი“ -უპასუხა მუშამ. ” ხმის ამოუღებლად დაწერა ცარცით იატაკზე დიდი ციფრი 6 და წავიდა. სამუშაოდ მოსულმა ღამის ცვლის მუშებმა იკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს ციფრი იატაკზე. „ დღეს თავად ქარხნის პატრონი მოვიდა, – უპასუხეს დღის ცვლის მუშებმა, – შეგვეკითხა დღის ცვლაში გამონადნობის რაოდენობის შესახებ და ჩვენ ვუთხარით, რომ ექვსი. მან კი ეს ციფრი ცარცით დაწერა იატაკზე.“
როცა მომდევნო დღეს დილით დღის ცვლა შეუდგა მუშაობას, დაინახეს იატაკზე ცარცით დაწერილი დიდი ციფრი 7. გამოდის, რომ ღამის ცვლა თავს ჩვენზე უკეთესად მიიჩნევს? ამის შემდეგ მუშები სამუშაოს ენთუზიაზმით დააცხრენ და ცვლის ბოლოს დაწერეს უზარმაზარი რიცხვი 10. საქმე დაიძრა. მალე ამ ჩამორჩენილმა საამქრომ მაჩვენებლებით ქარხნის ყველა სხვა საამქროს გაუსწრო.
რა პრინციპი იქნა ამ შემთხვევაში გამოყენებული?
აი რა თქვა თავად ჩარლზ შვაბმა: “ყველაზე მთავარი მეტოქეობის განვითარებაა. ამ შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდება. ამის ქვეშ სხვების ჯობნის სურვილს ვგულისხმობ და არა ფულის ანგარებიან წყურვილს“
სხვების ჯობნის სურვილი! გამოწვევა! ხელთათმანის გადაგდება! ადამიანის მებრძოლი სულის სამუშაოსკენ მიზიდვის საიმედო ხერხია.
დეილ კარნეგი