წლების წინ,როცა ელიოტის ეს ლექსი წავიკითხე , ძალიან გამიჭირდა გამეგო და აღმექვა რას გულისმობდა ავტორი .დღეს?!!! დღეს გავიზარდე და მივხვდი,რომ არსებობს ტკივილი რომელსაც არა აქვს საზღვრები,არ იცის ეროვნება და ამას ყველა ერთნაირად განიცდის. გაუცხოვება ადამიანებს შორის:
ფუტურო ადამიანები
სიკვდილის სამეფოში ხედავენ , რომ ჩვენ არა ვართ
გზააბნეული მშფოთვარე სულები, ჩვენ ვართ უბრალოდ,
ფუტურო ადამიანები, ფიტულები და არა ადამიანები
ეს მკვდარი ქვეყანაა, კაქტუსების ქვეყანა..
ჩამქრალი ვარსკვლავი ხედავს, როგორ აღაპყრობენ ხელებს,
ქვის ქანდაკებებისკენ, მკვდარი ტომები..
დილაობით,როდესაც ჩამკვდარები, ვითხოვთ ალერსს,
სიკვდილის ამ სამეფოში, ტუჩები კოცნისთვის ,რომ მოგეცა,
ლოცვას აღუვლენენ დამსხვრეულ კერპებს….
აქ,არ არის თვალები, აქ თვალებს ვერავის უპოვნი..
ჩამქრალ ვარსკვლავთა ველზე,უდაბურ,ცალიელ ველზე,
ძველ დამხობილ სამეფოთა,
გამოღრნილ თავის ქალაში,უკანასკნელ შეხვედრის ადგილას ,
ერთად მივისლასნებით..
განცდა, მარტობისა და სიშორის მით უფრო მიძლიერდება როგორც კი სახლის ზღურბლს გადავაბიჯებ და გავერევი ქალაქის მტვერში. მახსოვს,სიარული მიყვარდა უბრალოდ ხეტიალი ფიქრი მომავალზე და ოცნება. დღეს გადამიყვარდა, ტკივილს ვერიდები რომელსაც ქუჩებში მიმოფანტული პატარა თვალები მაყენებს, ან მოხუცის მზერა მუდარით სავსე.. ამ დროს მინდა მოვეხვიო და ვუთხრა, რომ ვაფასებს მის ნაოჭებს ,მის განვლილ წლებს და რომ ცხოვრებაში ასეც ხდება ხოლმე , მაგრამ მთავარია ერთმანეთი გვიყვარდეს…
გამომგზავნი/ავტორი: სალომე გოგოლაძე