Skip to content

ხშირად, ყველაფერი ისე არ არის,როგორც ჩვენ გვეჩვენება

ერთხელ ორი მოგზაური ანგელოზი ერთი მდიდარი კაცის სახლში დარჩა ღამის გასათევად. ოჯახის წევრები უხეშნი და არასტუმართმოყვარენი აღმოჩდნენ. ნაცვლად იმისა,რომ სტუმრები სასტუმრო ოთახში დაეძინებინათ, ცივ სარდაფში შესთავაზეს დარჩენა. ანგელოზები დათანხმდნენ.
როდესაც მასპინძლები სტუმრებს ლოგინს უშლიდნენ, ერთ-ერთმა ანგელოზმა კედელში ხვრელი შენიშნა და ყველასგან შეუმჩნევლად შეაკეთა.
– რატომ მოიქეცი ასე – ჰკითხა მას უმცროსმა ანგელოზმა.
– ხშირად, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვეჩვენება – უპასუხა უფროსმა.
მეორე დღეს ანგელოზებს ძალიან ღარიბ ოჯახში მოუწიათ ღამის გათევა. მიუხედავად ამისა, ფერმერი და მისი ცოლი ძალიან სტუმართმოყვარე და გულისხმიერი ადამიანები აღმოჩნდნენ. გაუზიარეს ის მცირე საკვები,რაც ჰქონდათ და საკუთარ ოთახშიც კი დააძინეს.
დილით, როდესაც მზე ამოვიდა ანგელოზებმა აღმოაჩინეს, რომ ფერმერი და მისი ცოლი ტიროდნენ – მათი ერთადერთი მეწველი ძროხა მინდორზე მკვდარი იწვა. ახალგაზრდა ანგელოზი გაბრაზდა:
– რატომ დაუშვი ასე მომხდარიყო, ისინი ხომ ძალიან კეთილები იყვნენ ჩვენს მიმართ?!
მდიდარ კაცს ყველაფერი ჰქონდა რითაც შეიძლებოდა დაგვხმარებოდა, მაგრამ მხოლოდ მცირედი გაიღო. მათ კი არაფერი ენანებოდათ… შენ კი როგორ მოიქეცი?! მდიდარს  დაეხმარე, როდესაც კედელი შეაკეთე და ამ კეთილი, ღარიბი ოჯახის დასაცავად კი თითიც არ გაგინძრევია…
– ხშირად, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვეჩვენება – აუღელვებლად უპასუხა უმცროსი ანგელოზის შენიშვნებს უფროსმა.
– როდესაც სარდაფში ვიყავით, შევაჩნიე რომ კედელში კედლის უკან საგვარეულო განძი იყო დამალული. მე კედელი შევაკეთე, რადგან მდიდარ კაცს არასოდეს გასჩენოდა სურვილი ენახა რა იყო მის უკან. იგი არ იმსახურებდა განძს, რადგან იმ დიდ სიმდიდრესაც ვერ იყენებდა სწორად,რაც ჰქონდა.მეორე ღამით კი, როდესაც ღარიბთა ფერმაში გვეძინა, მათ სახლში სიკვდილის ანგელოზი მოვიდა იმისათვის,რომ ღარიბი კაცის ცოლი წაეყვანა. მე არ გავატანე მისი სული და სანაცვლოდ ძროხა მივეცი.
“ხშირად, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვეჩვენება.”
თარგმანი:4motivi.com; თარგმნის წყარო