ერთხელ ერთი კაცი, რომელიც ღმერთისკენ მიმავალ გზას ეძებდა, ბერთან მივიდა და უთხრა:
– შენთან დახმარების სათხოვნელად მოვედი. იქნებ ღმერთისკენ მიმავალი გზა მასწავლო.
ბერმა უთხრა:
– ოდესმე ვინმე თუ გყვარებია? -ჰკითხა კაცს ბერმა.
– სიყვარული და სხვა ამქვეყნიური საკითხები არ მაინტერესებს. ეს ჩემთვის ძალზედ უმნიშვნელოა. მე ღმერთზე ვფიქრობ და მისკენ მიმავალ გზას ვეძებ – მიუგო კაცმა ამაყად.
ბერს გაეღიმა და კიდევ ერთხელ გაუმეორა კითხვა კაცს:
– კიდევ ერთხელ და ღრმად დაფიქრდი, ცხოვრებაში ან ქალი, ან ბავშვი ან თუნდაც ცხოველი, ფრინველი, ყვავილი, მაინც არასოდეს გყვარებია?
– მე ჩვეულებრივი ერისკაცი არ გეგონო – კვლავ ამაყად უპასუხა კაცმა. მე ღმერთისკენ მიმავალ გზას ვეძებ და სიყვარულისთვის დროს როგორ დავკარგავ?!
ბერმა მოიწყინა და უთხრა:
თუ ასეა, მაშინ შეუძლებელია შენ ღმერთისკენ მიმავალი გზა იპოვნო. ჯერ ვინმე უნდა შეიყვარო, შენს გულში სიყვარულმა უნდა დაისადგუროს და ეს იქნება ღმერთისკენ მიმავალ გზაზე შენი პირველი ნაბიჯი. შენ მეკითხები კიბის ბოლო საფეხურზე, როდესაც პირველ საფეხურზეც კი არ შეგიდგამს ფეხი.

შეიყვარე ვინმე და შემდეგ ეძებე ღმერთისკენ მიმავალი გზა.