ამ ბოლო დროს ყველაზე აქტიური თემა( პოლიტიკის შემდეგ) ბიჭის და გოგოს ურთიერთობაა. ეს არის თემა, რომელიც ყველას აინტერესებს, ყველა ღიად საუბრობს და ამ ეპოქის დასათაურება რომ დასჭირდეს ვინმეს ისტორიისთვის თამამად დაარქმევდა „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ ნგრევის ხანას.
ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივ წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. სიტყვების რახა-რუხი უკვე აღარ არის საჭირო უკვე თავადაც მიხვდებით ვინ რა აზრზე იქნება და ამაზე იმდენი საუბრობს ჩვენ ნამდვილად ვერ აღმოვაჩენთ ახალ ამერიკას.
ამერიკის რა მოგახსენოთ , მაგრამ ერთი ისეთი აღმოჩენა გავაკეთე , ხანდახან რომ დავუფიქრდები ჩემი თავი მეამაყება. საქმე იმაშია, რომ ჩემს ყველა კითხვას პასუხობს ბიჭების თეორემა, რომელიც ვფიქრობ ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა, და ამაზე უკეთ ვერ ახსნი იმას, თუ რატომ იქცევიან ესა თუ ის ბიჭები რიგ შემთხვევებში ასე გასაოცრად.
ყველაზე ხშირად გაჟღერებული ფრაზა, რომელიც ბიჭისგან გაუგია ალბათ ყველა გოგონას ეს არის „შენ ყველაზე განსაკუთრებული ხარ., ყველაზე კარგად შეთან ვგრძნობ თავს… მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებთ“ ….. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ამომეცნო რას ნიშნავდა ეს ყოველივე, რატომ შეიძლება ადამიანს უყვარდე, კომფორტულად იყოს შენს გვერდით მაგრამ შენთან ყოფნა არ უნდოდეს.
პირველივე რაც ყველას თავში მოდის ეს არის ბიჭების თვალთმაქცობა და ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანისთვის ეს ყველაფერი არის ფარსი. სპექტაკლი დადგმული გოგოს „ დასაკერად“… ესეც ერთ- ერთი არგუმენტია და ხდება ხოლმე, მაგრამ ფაქტია ყველა ბიჭს ხაზს ვერ გადავუსვამთ და ისიც უნდა დავუშვათ, რომ შეუძლებელია ყველა ბიჭი არ იტყუებოდეს. მითუმეტეს სახეზეა ისეთი ფაქტები, რაც გამორიცხავს ფარსის მომენტს.
და ამ ყველაფრის ფონზე მოკლედ ერთი ჭეშმარიტება აღმოვაჩინე… ბიჭებს გოგონები დაყოფილი ყავთ კატეგორიებად:
პირველი კატეგორია ეს არის „საცოლე გოგონები- „პატიოსანი“ მეოჯახე.არ სვამს , არ წევა. კლუბში არ დადის მოკლედ ქართველი „ მანდილ“-ოსანის ეტალონი. ეს არის გოგო კონსერვატორი, რომელიც უფრო ხშირად ბებიაჩემს უფრო მაგონებს ვიდრე ახალგაზრდა გოგოს.
მეორე კატეგორიაში ერთიანდებიან „თავისუფალი გოგონები. თავისუფლად მოაზროვნე. სვამს ეწევა, კლუბშიც დადის მოკლედ აკეთებს ყველაფერს რასაც უნდა, სადაც უნდა როგორც უნდა. ასეთ გოგონებთან ბიჭები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს.თუმცა ტრადიციებიდან და ოჯახის პრინციპებიდან გამომდინარე, დიდი ტანჯვის და სულის სიცარიელის სანაცვლოდ მაინც წყვეტენ ურთიერთობას…
და მესამე კატეგორია გოგო-„ნაშა“ რომელიც განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი ან მოკლევადიანი ინტიმური ურთიერთობისთვის. გინახავთ სადმე კაფეში ტკბილად მოჭუკჭუკე წყვილი, როცა გოგონა ალკოჰოლით იჭყიპება, ბიჭი კი მუდმივად საათს და კარებს შეჰყურებს, სულ იმის დარდშია თავისი საცოლის რომელიმე ნაცნობმა არ შემოაღოს კარი. ასეთ გოგონებთან ბიჭები ხშირად საერთო ენას ვერ ნახულობენ. ერთი სული აქვთ როდის დამთავრდება საღამო და დაიკმაყოფილებენ კაცურ ჟინს. შეიძლება სექსიც არ იყოს სასიამოვნო. სამაგიეროდ ბიჭებთან სამარიაჟო კოლექციას კიდევ ერთი „ ნაშა“ შეემატება.
და ყველაზე საინტერესო კი არის რომ ბიჭმა, გამორიცხულია თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა ეს საზღვრები გაარღვიოს და რომელიმე კატეგორიიდან გოგო მეორე კატეგორიაში გადაიყვანოს. იმდენად ჩაბეჭდილი აქვთ რომ ესა თუ ის გოგო უნდა იყოს გადანაწილებული ამ პრინციპით, შეუძლიათ ყველაფერზე უარი თქვან, ოღონდაც საკუთარ პრინციპებს არ უღალატებენ. და ძალიან ცოტაა, ბიჭი რომელიც ეცადა ამ სამი კატეგორიის გოგოს საუკეთესო თვისებები , რაც ყველაზე ძალიან ხიბლავდა მოექცია ერთ ადამიანში..
არ ვიცი , მე უბრალოდ ვეცადე თავში დაგროვებული უამრავი კითხვისთვის პასუხი მეპოვნა…
არ ვიცი ამ კონკრეტულ თავს ეს სახელი რამდენად შეესაბამება, თუმცა მეც მიზეზი მჭირდებოდა, რომ ისევ წერა დამეწყო. ერთი კონკრეტული მოთამაშით არაფერი წყდება, მაგრამ ისე თუ ასე მაინც იმოქმედა ჩემს შემოქმედებით განწყობაზე, ესეც იმიტომ რომ არ ვარ აკაკი და ილია. არც ანა ვარ კალანდაძე, მაგრამ ისინიც ხომ არ წერდნენ უმიზეზოდ, მათთვისაც იქნებოდა რაღაც მუზა და ფიქრის ობიექტი და არა აქვს მნიშვნელობა სამშობლოზე წერ, სიყვარულზე, მტრობაზე თუ ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე, სულაც არაა მნიშვნელოვანი წერდე კონკრეტულად იმ ადამიანზე ვისზეც ფიქრობ, უბრალოდ ის გაძლევს ძალას დარჩე მარტო და უბრალოდ წერო…..
გამომგზავნი/ავტორი: ნანო მგელაძე