ჯიმ რონი თავის წიგნში “სიმდიდრისა და ბედნიერების მიღწევის 7 სტრატეგია” მოგვითხრობს:
,,ერთ საღამოს კარზე გაუბედავი კაკუნი მომესმა. კარი გავაღე და მასთან პატარა ცისფერთვალება გოგონა იდგა, რომელმაც ,,გერლ– სკაუტის” ნამცხვარი შემომთავაზა სულ რაღაც 2 დოლარად. ვერც კი წარმოიდგენთ თუ როგორ მინდოდა მეყიდა, მაგრამ სამწუხაროდ 2 დოლარი არ მქონდა.
ყველაზე კარგი რაც იმ წუთას მოვიფიქრე იყო ის, რომ გავიღიმე და ვიცრუე : გმადლობთ, გოგონა. მე უკვე მაქვს ამგვარი ნამცხვარი სახლში”. გოგონა დამემშვიდობა, თუმცა სირცხვილი და უხერხულობა ჩემთან დარჩა. მე 2 დოლარიც კი არ მქონდა, იმისათვის, რომ ნაცხვარი მეყიდა,გოგონას დავხმარებოდი და თავი კმაყოფილად მეგრძნო.”
ამ შემთხვევამ მასზე დიდი გავლენა იქონია და მან თავს პირობა მისცა, რომ მუდამ ექნებოდა ჯიბეში ასეულობით დოლარი, რომ ეს აღარ განმეორებულიყო.
და მან , რომ ეს პირობა შეასრულა, სწორედ ამის გამოა, რომ ,, გერლ სკაუტის” ისტორიას ასეთი ბედნიერი დასასრული აქვს :
,, რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მანქანაში ვჯდებოდი თვალი მოვკარი ორ გოგონას, რომლებიც გერლ–სკაუტის კანფეტებს ყიდნენ. ისინი მომიახლოვდნენ და მკითხეს:
– მისტერ, იყიდით კანფეტებს?
– რატომაც არა – ვუპასუხე მე მხიარულად.
– რისი კანფეტები გაქვთ?
– ნუშის.
– ეს ჩემი საყვარელი კანფეტია! რა ღირს?
– სულ 2 დოლარი.
– ორი დოლარი? ავღელდი. შეუძლებელია… რამდენი კოლოფი გაქვთ?
– მე 5 – თქვა ერთმა.
– მე კი 4 – თქვა მეორემ.
– ანუ ჯამში 9. ოქეი, ყველას ვიღებ !
უცებ ერთდროულად წამოიძახეს:
– მართლა?!
– რასაკვირველია – ვთქვი მე.
აღელვებულებმა სასწრაფოდ მომცეს ყველა კოლოფი, მე კი 18 დოლარი მივეცი და უკვე წასვლას ვაპირებდი, რომ ერთმა მათგანმა მითხრა:
მისტერ, თქვენ ძალიან მაგარი ადამიანი ბრძანდებით . . .
წარმოიდგინეთ 18 დოლარი გადაიხადეთ და გულწრფელად გეუბნებიან, რომ ძალიან მაგარი პიროვნება ხართ !”