1. საშინელება მხოლოდ ისაა, როცა არაფერს ელი.
2. ცხოვრებას ჩვენი სრულყოფილად ქცევა არ განუზრახავს. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.
3. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.
4. თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.
5. ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც
6. აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ.
7. ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები და არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.
8. ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რასმე ფეხს და დაეცემა.
9. სიყვარული ახსნა–განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები.
10. გიყვარს – ეს ნიშნავს, მასთან ერთად დაბერება გინდა.
11. ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო – სხვა ყველაფერი სიყალბეა.
12. ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება, ეს ხომ ასე უბრალო რამეა.
13. სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად, გამოსწორება არაფრისა შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით.
14. სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული დასასრულია.
15. ღმერთს არ უყვარს გულქვა სულები და ივიწყებს მათ არსებობას. სწორედ ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს.