Skip to content

"ღმერთო, რატომ გამწირე ასე?"

როდესაც ღმერთმა თიხისგან ადამიანი გამოძერწა, თიხის მცირე ნაჭერი დარჩა.
– რა გსურს რომ გამოგიძერწო? – ჰკითხა უფალმა ადამიანს.
– ბედნიერება – უპასუხა ადამიანმა. ღმერთმა არაფერი უპასუხა, თიხა კი ხელებში ჩაუდო.
.
.
 საუბარი ზეცაში:
– ესე იგი, შენ ბავშვი გადაარჩნიე ხანძარს.
–კი, გადავარჩინე.
– შენ კი დაიღუპე.
– კი ასე გამოვიდა.
– გასაგებია. უკვე იცი, რომ შენს ამ ქმედებაზე მთელი მსოფლიოს ბედი იყო დამოკიდებული?
– კი უკვე მაცნობეს.
– კარგი, ესე იგი იცი, რომ ამ ბავშვისაგან გაიზრდება ბოროტი, გენოციდის თეორიტიკოსი და პრაქტიკოსი, საშინელი დიქტატორი.
– გამოდის, ჩემს გამო ბოროტება გაიმარჯვებს…?
– ეგ ჯერ არავინ იცის. თუმცა შენ, რომ არ შემძვრალიყავი ცეცხლში უცხო ბავშვის გადასარჩენად – შესაძლებელი იქნებოდა იმის თქმა რომ ბოროტებამ უკვე გაიმარჯვა.
.
.
.
საზღვაო კატასტროფას გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი ზღვამ პატარა, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყა. ის უფალს დღედაღამ ემუდარებოდა და შველას სთხოვდა, ყოველ დღე გემის დანახვის იმედად საათობით უცქერდა ჰორიზონტს. გადიოდა დღეები, თუმცა მშველელი არ ჩანდა, სტიქიის და მხეცებისაგან დასაცავად მან მძიმე შრომის წყალობით მცირე მაგრამ მყარი ხის ქოხი ააშენა.
ერთ დღეს, როდესაც ის საჭმლის საშოვარიდან დაბრუნდა ნახა, რომ მის ქოხს ცეცხლი ეკიდა და ალი უკვე ცას წვდებოდა. კაცი სასოწარკვეთილებამ და სიბრაზემ მოიცვა. «ღმერთო, რატომ გამწირე ასე, როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი», აღმოხდა მას. მეორე დილას ის გემის ხმამ გააღვიძა, რომელიც მის კუნძულს უახლოვდებოდა. გემი სწორედ მის საშველად მოცურავდა. როდესაც ნაპირს მოადგნენ, კაცი მივარდა და იკითხა:
– როგორ შეიტყვეთ რომ მე აქ ვარ?
– ჩვენ შენი დანთებული ცეცხლი დავინახეთ…