ჩვეულად ქცეული მდგომარეობა: ბურუსი…არარეალურობა და არეულობა… უსამყაროობა… შენ შენთვიის…
მუსიკით შენს სამყაროში…
მერე ქარს დაბრალებული ცრემლები…
არ გაწუხებს ეს მდგომარეობა…მაგრამ მაინც გგონია, ეს ყველაფერი „დედამიწელების“ ბრალია…
ყველაზე ბრაზობ, მაგრამ არა ხმამაღლა..შენთვის…
და ამდროს…მოკითხვა ერთ-ერთი „დედამიწელისგან“, რომელიც თითქოს ყოველთვის გრძნობს შენს უსამყარობას და თავს გახსენებს, რომ შენს უსამყარო სამყაროში მასაც შენს გვერდით უნდა ყოფნა..თუმცა ორივემ იცით, რომ ეს „დედამიწელი” შენი სამყაროს ბინადარი ვერასდროს გახდება…
ასეა დღეები.. კვირეები…თვებიი… წლები…
SMS-ების შინაარსიც იცვლება დღეებთან, კვირეებთან..თვეებთან და წლებთან ერთად…
და ბოლოს კითხულობ:
„სულ იმის შიში მაქვს, არაფერი გიჭირდეს…მინდა ბედნიერი იყო..მე მთელი ცხოვრება მეყვარები..ცოლის მოყვანას არ ვაპირებ, არ მინდა ვინმე გავაუბედურო როცა სხვა მიყვარს…შენ ამაზე არ იდარდო, იფიქრე იმაზე… რომ ბედნიერი იყო…“
ერთი შეხედვით ბანალური სიტყვები…მაგრამ რას გრძნობ?
სითბოს….სინანულს…სიბრალურს…საშინელ ტკივილს…პროტესტს უცხადებ საკუთარ თავს…კიდევ უფრო გინდება უსამყაროდ ყოფნა…ნადგურდები…
და შენ მხოლოდ შეგიძლია უთხრა:
მადლობა სიყვარულისთვის…
ჩანახატის გამომგზავნი/ავტორი: ანი ციცქიშვილი