ოდელი: ღვთის გულისათვის, ჰომერ. არსებობს წარმატების შანსი? გგონია რომ პატარა ბავშვებს კოლვუდიდან შეუძლიათ ეროვნულ სამეცნიერო გამოფენაზე გაიმარჯვონ? შენი აზრით საერთოდ ხდება ასეთი რამ?
ჰომერი: მილიონში ერთხელ, ოდელ….
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც საკუთარ ოცნებაზე შეყვარებული ბავშვების წარმატების ისტორიაზე მოგვითხრობს.
ჰომერ ჰიკემი ერთი ჩვეულებრივი მეშახტის შვილია, მამამისს ჯონს იმედი აქვს რომ შვილიც მის გზას გაჰყვება, თუმცა შვილისგან მოულოდნელ წინააღმდეგობას აწყდება.
1957 ოქტომბრის ცაზე პირველი ხელოვნური თანამგზარი “სპუტნიკი” გამოჩნდა, რომელიც ამ შესანიშნავი სანახაობის შემსწრე მეოცნებე ბიჭს დიდ მიზანს შთააგონებს. 16 წლის, ჰომერ ჰიკემი გადაწყვეტს რაკეტების შექმნა ისწავლოს და ამ მიზნის მისაღწევად პატარა გუნდს შექმნის, რომლის წევრებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ რათა თავიანთი “ბავშვური ოცნება” აიხდინონ და ქალაქში მათ მიმართ ჩამოყალიბებული სკეპტიციზმი გააქარწყლონ.
თუ როგორ დასრულდება მათი თავგამოდება ამას ფილმიდან შეიტყობთ, მანამდე კი ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ ჰომერ კიმერი გახლდათ ნასას ინჟინერი, ვიეტნამის ომის ვეტერანი. ავტორი ბესთსელერი წიგნისა: “რაკეტის ბიჭები – ანუ მემუარები”, სწორედ მის ცხოვრებაზე, კერძოდ ბავშვობაზეა, გადაღებული ფილმი “ოქტომბრის ცა”.
ვფიქრობ ფილმი იდეალური მოტივატორია ყველა ადამიანისათვის, ვისაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევა სწადია.
უყურეთ