Skip to content

როგორ ვაკონტროლოთ ემოციები?

გამარჯობა, მინდა ემოციურად გაუწონასწორებელ ქცევებზე გელაპარაკოთ რაც ცხოვრებაში ხშირად გხვვდება . ხან ჩვენ ვიქცევით ასე ხან სხვები … მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს რადგან ის ერთია. ჩვენი საერთო ფონიდან მოდის … აურა რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს დამძიმებულია და პატარა ნეგატიურ ნაპერწკალსაც შეუძლია ემოციური ბალანსი დაგვირღვიოს და გვაიძულოს მოვიქცეთ ისე როგორც არ გვჩვევია…
ცხოვრებაში ყველანი იმ სიდიდის პრობლემას ვეჩეხებით რისი დაძლევაც შეგვიძლია , როგორც თამაშებშია ვლახავთ სირთულეებს და გადავდივართ შემდეგ ლეველზე და იქ ვჩერდებით სადაც ძალა არ გვყოფნის . ბედნიერების დროს როგორ ვიქცევით შევიგრძნობთ მას? ვცდილობთ გავახანგრძლივოთ თუ იმ წამსვე პრობლემებზე ვიწყებთ ფიქრს ? თუ პასუხი დადებითია მაშინ თქვენი ემოციური ფონი განსამუხტია თუ კი უარყოფითი მაშინ თქვენ ემოციების კონტროლი ბევრად უფრო გიადვილდებათ . რთული არაფერი არაა არც ემოციებზე კონტროლის გაწევა … მთავარია საერთო ფონი იყოს მშვიდი დ აარ იყოს დატვირთული ზედმეტი ფიქრებით და კითხვებით რომლებზეც პასუხი ვერასოდეს გვექნება . შეეცადეთ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ იფიქრეთ რა გსიამოვნებთ და აკეთეთ ის რაც ასე ძალიან გინდათ … თუ არაფერი არ გინდათ აკეთეთ არაფერი უბრალოდ იყავით უმოქმედოდ და ცხოვრებას გვერდიდან უყურეთ მალევე მიხვდებით რომ ეს არაა სწორი .. და ამით არაფერი არ შეიცვლება გაგიჩნდებათ მოთხოვნილებები და მალე მათ რეალიზაციას ცხოვრებაში მოახდენთ . განთავისუფლდით ყველანაირი უარყოფითისგან დაწვით ნივთები რომლებიც გაღიზიანებენ , დააიგნორეთ ხალხი რომლებიც ნერვებს გიშლიან იპოვეთ ზენიტი ადის მასზე და იქიდან დაუწყეთ სამყაროს ყურება და დაინახავთ თუ რა პატარაა ეს ცხოვრება იმისთვის რომ ნერვიულობასა და დარდში გავლიოთ … ემოციური ფონი დაგილაგდებათ და შეძლებთ არ იყოთ იმპულსური ისწავლეთ სწორედ ფიქრი რაც პირველ რიგში გამოიხატება იმაში თუ რა გსიამოვნებთ თქვენ და რა არ გესიამოვნებოდათ რომ თქვენთვის გაეკეთებინათ . არასდროს მოიქცეთ ისე როგორც არ გინდათ რომ მოგექცნენ თქვენ . მიენდეთ გულს ის არასდროს გეტყვით ცუდს არ დაივიწყოთ რომ ცხოვრებაში ბევრჯერ დათმობა და გაჩუმებაა საჭირო რაც არ უნდა რთული იყოს .. რაც არ უნდა გინდოდეთ რომ იყვიროთ უბრალოდ დუმილი არჩიეთ და ნახავთ რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და თქვენ არასდროს დაგიძახებენ რომ „ემოციურად გაუწონასწორებელი „ ხართ . არ დაგავიწყდეთ „ ბრძენი სდუმს „ .
გამომგზავნი/ავტორი: ქეთევან ქართველიშვილი