Skip to content

იგავები: მელა და ყვავი

ერთხელ მელამ დაინახა, რომ ყვავი ხეზე შემომჯდარიყო და ნისკარტით ყველის მოზრდილი ნაჭერი ეჭირა.
“სჯობს ახლავე დაემშვიდობო, მაგ ყველის ნაჭერსო” – ჩუმად ჩაიცინა მელამ და ხეს მიუახლოვდა.
“დილა, მშვიდობისა ბატონო ყვავოო”- მხიარულად შესძახა მელამ ყვავს და საუბარი განაგრძო:
“დღითიდღე უფრო მშვენიერდებით, როგორი ფაფუკი ბუმბული გაქვთ და რა ნათელი თვალები. რატომ არ მღერით? დარწმუნებული ვარ სხვა ფრინველებს შეშურდებათ თქვენი სიმღერის. გთხოვთ მომასმენინოთ, როგორ მღერის ფრინველთა დედოფალიო..”
ყვავს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, თავი მაღლა აწია და სიმღერა დაიწყო,  თუმცა როგორც კი პირი გააღო, ყველის ნაჭერი მიწაზე ჩამოუვარდა და მელამ დაიჭირა.
“ზუსტად ეს მინდოდაო” – გაიცინა მელამ. “თუმცა სიკეთეს გამოვიჩენ და დასასრულს ყველის სანაცვლოდ ერთ რჩევას მოგცემ: მლიქვნელებს არასდროს ენდოო..”
ავტორი: ეზოპე; თარგმანი: 4motivi.com