ოდესმე გქონიათ შეხება სახელმწიფო ბაღებთან, ან ზოგადად გიცდიათ ბავშვის სახელმწიფო ბაღში ჩარიცხვა? თუ არა მაშინ იცოდეთ, რომ თუ კი თქვენ არ ხართ სოციალურად დაუცველი ან თუ ბავშვი 20 ივლისის ღამის პირველი საათის პირველ წუთზე არ დაარეგისტრირეთ მაშინ თქვენ ამას წლის დარჩენილ დროში ფაქტობრივად ვეღარ შეძლებთ. თუმცა მივყვეთ თავიდან.
2011 წელს თბილისის მერიამ დანერგა სახელმწიფო ბაღებში ბავშვების ელექტრონული რეგისტრაციის მეთოდი. ასევე “არასოციალურად დაუცველთა” ოჯახებისათვის შემოღებულ იქნა გადასახადი, რომელიც უბნისა და ბაღის პრესტიჟულობის მიხედვით 40-80 ლარს შეადგენდა. ამას გარდა განისაზღვრა ბავშვების რეგისტრაციის რიგითობა, პირველი დღეების განამვლობაში რეგისტრაცია მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ოჯახების ბავშვებს შეუძლიათ, ამის შემდეგ უკვე დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილებს და უკვე ბოლოს ყველა სხვა დანარჩენს.
1 თვის წინ პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე გადასახადი ბაღში გაუქმდა ყველასათვის. თუმცა იყო კი გადასახადი ბაღებთან დაკავშირებული პრობლემების მთავარი წყარო? მე ვფიქრობ, რომ არა, უფრო მეტიც ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს პრობლმა რომელიც ბაღებში არასაკმარის ადგილებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე ყურადრება არა გადასახადზე არამედ ბავშვის რეგისტრაციის მეთოდზე მსურს გავამახვილო.
როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია ის ფაქტი რომ ბავშვის რეგისტრაციისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველთა ოჯახებს? გეთანხმებით, თითქოს ლეგიტიმურად ჟღერს, ეს ხომ ის ოჯახებია, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ უფასო ბაღებს. ვისთვის არსებობს სახელმწიფო ბაღები თუ არა მსგავსი ოჯახებისათვის, თუმცა შევხედოთ საკითხს სხვა კუთხით. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ რადგან ადამიანი არ არის სოციალურად დაუცველთა სიაში ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას განსაკუთრებით დიდი შემოსავლები აქვს, უფრო მეტიც, ამ ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არაერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს უფრო მაღალი შემოსავალი აქვს ვიდრე სხვა ამ ბაზაში არმყოფ ოჯახს. თუმცა ასეც რომ არ იყოს ვიღებთ რას? ადამიანებს, რომელებიც საკუთარი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით აფინანსებენ არა მარტო საბავშვო ბაღებს არამედ ამ სოციალურად დაუცველთა სხვა შეღავათებსაც, სახელმწიფო ტოვებს იმ სერვისის გარეშე რასაც სახელმწიფო საბავშვო ბაღი ქვია. შედეგად მათ რჩებათ რა? ან საერთოდ არ ატარონ ბავშვი ბაღში ან მიიყვანონ კერძო ბაღში და ყოველთვე საშუალოდ 200 ლარი იხადონ.
წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია, ოჯახი, რომლის ერთერთი წევრი მუშობს „ა“ კომპანიაში და მისი ხელფასი შეადგენს 200 ლარს. რადგანაც ეს ადამიანი მუშაობს და გააჩნია ხელფასი სახელმწიფომ არ დაარეგისტრირა ის როგორც სოციალურად დაუცველი. შედეგად მან ვერც სახელმწიფო ბაღში მიიყვანა ბავში. რა რჩება ამ ადამიანს, ან იმუშაოს და მთელი შემოსავალი დახარჯოს კერძო საბავშო ბაღში, ან საერთოდ უარი თქვას ამ სამუშაოზე, მიიღოს სოციალურად დაუცველის სტატუსი და ატაროს ბავშვი უფასო ბაღში. როგორ ფიქრობთ რა არჩევანს გააკეთებს ეს ადამიანი?
რაკი პასუხი ცალსახაა გამოდის, რომ სახელმწიფო ახალისებს იმ ადამიანებს რომელბიც არ მუშაობენ და არ უწყობს ხელს ადამიანს, რომელიც ცდილობს საკუთარი თავი უზრუნველყოს საკუთარი შრომით და არა სახელმწიფო დოტაციებით.
ვფიქრობ ყველასათვის მისაღები იქნებოდა, თუ “არასოციალურად დაუცველი” ოჯახები გადაიხდიდნენ იმ თანხას, რომელიც თუნდაც აქამდე იყო დაწესებული, იმ პირობებში თუ არ იქნებოდა პრობლემები ადგილებთან დაკავშირებით. მაგრამ როდესაც მსგავს ოჯახებს საერთოდ არ აქვს საშუალება ისარგებლოს სახელმწიფო ბაღით, ეს იმაზე დიდი უსამართლობაა ვიდრე სოციალურად დაუცველთა და სხვა დანარჩენი მოქალაქეების თანაბარ მდგოამრეობაში ჩაყენება.
გადასახადი ჩემი პირად აზრით არ იყო და არ არის მთავრი პრობლემა. რა მნიშვნელობა აქვს მშობლისთვის რამდენია გადასახადი თუ კი მას მაინც ვერ შეჰყავს ბავშვი სახელმწიფო ბაღში? გადასახადის გაუქმება კი როგორც დასაწყისში ვთქვი, პირიქით კიდევ უფრო გაზრდის პრობლემას, რადგანაც შეიძლება რომელიმე ოჯახს საერთოდაც არ ესაჭიროება ბავშის ბაღში ტარება, მაგრამ რადგან ის უფასოა შეიძლება დაარეგისტრიროს და ბავშვი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მიიყვანოს, სიტყვაზე როდესაც მშობელი საყიდლებზე, მეგობრებთან ან სხვა ისეთ ადგილას წავა სადაც ბავშვის წაყვანა არ სურს, მაშინ როდესაც სხვა მშობელი შესაძლებელია მთელი კვირის განმავლობაში მუშაობს და იძულებულია ფული კერძო ბაღში იხადოს, რადგანაც სახელმწიფო ბაღში ადგილები აღარ არის.
აუცილებელია მუშაობა სახელმწიფო ბაღებში ადგილების რაოდენობის გასაზრდელად. ამისათვის რათქმაუნდა დამატებითი თანხებია საჭირო, და სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ გადასახდის სრულად გაუქმებას სჯობდა ეს თანხები ახალი ბაღების მოწყობა-მშენებლობაზე მიმართულიყო, რადგანაც ნებისმიერ ადამიანს ურჩევნია გადაიხადოს 50 ლარი და არ ჰქონდეს ბავშვის სახელმწიფო ბაღში რეგისტრაციის პრობლემა, ვიდრე ვერ დაარეგისტრიროს საერთოდ და იხადოს კერძო ბაღში 4-5 ჯერ მეტი.
ლევან ნიშნიანიძე