Skip to content

იცი რა არის სიყვარული?

რა?!

ყვავილს ჰგავს

ეგ როგორ?

როგორ და?… აი როგორც ყვავილს სჭირდება მოვლა ასე სჭირდება მასაც, რომ არ გახუნდეს, არ დაჭკნეს და სულ-სულ იყვავილოს მარადიულად…..

მარადიული ყვავილი ლამაზია ,მაგრამ არ სუნთქავს და სიყვარული ხომ ცოცხალია და ხომ სუნთქავს?

არა, სიყვარული ხანდახან იძინებს როგორც ადამიანი და მაინც აგრძელებს სუნთქავას. როცა საპირისპირო სითბოს იგრძნობს ისიც ახელს თვალებს ასხივებს, ბრწყინავს, როგორც მზე და აფრქვევს სურნელს და ხარობს კიდეც მასთან ერთად.

სად არის ასეთი ყვავილი?

მანდ, შენთან ,შენს ირვლივ.

ჩემთან?!….

ჰო,როცა მოვდიოდი თქვენ დაგიტოვეთ.

აქ?!… არა აქ ახლა ღამეა, სიბნელეა და იცი როგორი სიცივეა?…

სიბნელე?

მე მხოლოდ სითეთრეს ვხედავ?

კი,ეს თოვლია, თეთრი-თოვლი, პირველად ლამაზი იყო თეთრი, ფარფატა, ნაზი, ფაფუკი,მაგრამ შემდეგ გამკაცრდა.

რატომ?

პირველად ვერ დააჩინა მიწას მისი სითეთრე რადგან თბილი იყო ჯერ კიდევ მიწა, მაგრამ თანდათან სითბოც განელდა და როცა მთლად გაცივდა მანაც იმძლავრა ,თანდათან მოიმატა და გააქრო საბოლოოდ სიცივემ სითბო.

თეთრი ხომ კარგია?

კი კარგია თუ სიცივე არ ახლავს თან,მაგრამ ჩვენი ბრალია უფრო თბილები რომ დავხვედროდით ასე ადვილად ვერ მოგერევა.

აბა ჩემი ყვავილები სადღა არიან?

სუსტები აღმოჩდნენ, ვერ გაუძლეს სიცივეს ,გაქრნენ და აღარ არიან.

აბა შენ რაღას დაეძებ ამ სიცივეში?

ქუჩის ბოლოში. ერთი მოხუცი მეყვავილის სახლი მიმასწავლეს და მის საძებრად გავეშურე.

მერე და იპოვე?

ვერა ვეღარ მიუსწარი…. გარდაცლილი დამხვდა.

და ყვავილები?

ყვავილები კი დაუკრეფია და შენთან წამოუღია.

მერედა რატომ? აქ რად მინდოდა?!

მისი მომვლელი ვერ უპოვია გასაფუჭებლად დანანებია და ვერ დაუტოვებია.

ახლა რას აპირებ?

არ ვიცი, თავიდანვე უნდა გავფრთხილებოდით თორემ აწი სად ვიპოვი ყვავილებს თოვლში.

გული არ გაიტეხო! ჯერ კიდევ დროა, მალე მოვა გაზაფხული.

და მერე?

მე თქვენ მოგცემთ კიდევ ერთ შანს და შენ კი გადაწყვიტე ვინც გაუფრთხილდება მოუვლის და გაამრავლებს ,მას მიეცი ყვავილები.

გოგიტა(გალაქტიონ)გიორგაძე.