გლობალურ ინდუსტრიაში დასაქმებულმა კომპანიებმა თავიანთი ოპერაციების ინტერნაციონალიზაცია უნდა მოახდინონ. საზღვარგარეთ გასვლის სურვილის ზრდასთან ერთად იზრდება რისკის ფაქტორიც. მთელი რიგი სოციალური, კულტურული, პოლიტიკური თუ რელიგიური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოახდინოს კომპანიამ პროდუქტის შეტანა უცხო ქვეყანაში. მოკლედ , სადაც შევა იქაური ქუდი უნდა დაიხუროს. შეიძლება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი გაითვალისწინოს, მაგრამ მაინც შეექმნას პრობლემები, დაწყებული მსუბუქი დაბრკოლებიდან დამთავრებული სრული კრახით. ეს ყველაფერი კი გამოიწვიოს ერთმა პატარა შეცდომამ – რეკლამის არასწორად თარგმნამ.
თარგმანთან დაკავშირებული კლასიკური შეცდომების უმეტესობა პროდუქციის დასახელებაზე მოდის. 1920 წელს ჩინეთის ბაზარზე Coca-Cola პირველად გამოჩნდა. ჩინური იეროგლიფების საშუალებით შემდეგნაირად ითარგმნა: „ჩაკბიჩეთ ცვილის გომბეშო“, დღეს კი Coca-Cola-ს ბოთლზე არსებული ჩინური წარწერა ითარგმნება როგორც „კმაყოფილება თქვენს პირში“.
მანქანების მწარმოებელი ამერიკული ფირმა Chevi’s Nova პრობლემებს წააწყდა, როცა ესპანეთში შეიტანა პროდუქცია, რადგან ესპანურად ითარგმნა როგორც “no va” ანუ „არ გამოდგება“. Ford-მა , თავისი Fiera-ს მოდელის სატვირთო ავტომანქანების საზღვარგარეთ რეალიზაციისას აღმოაჩინა, რომ ეს სახელწოდება ესპანურად „უშნო მოხუც ქალს „ ნიშნავდა. Rolls-Royce-მა გერმანულ ბაზარზე უარი თქვა სახელზე Silver Mist, რადგან იგი ითარგმნა, როგორც „ნეხვი“. როდესაც იმავე გერმანულ ბაზარზე გამოჩნდა Mist strick-ის თმის სახვევი უთოები, როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანელებმა ნაკლებად გამოიყენეს „ ნეხვის ჯოხი“.
ასევე მარცხი განიცადა Colgate-მა, როცა მან ფრანგულ ბაზარზე Cue-ს სახელწოდების კბილის პასტები აწარმოა, რაც ცნობილი პორნოჟურნალის სახელწოდებაც იყო. ფირმა Coors-ის ლუდის სლოგანი „დაიკარგეთ Coors-თან ერთად“ ესპანეთში ასე გამოჩნდა „გაიქეცით Coors-თან ერთად“. რძის მწარმოებელმა კომპანიამ გვიან შეიტყო, რომ მისი ამერიკული სარეკლამო შეკითხვა – „გაქვთ რძე?“ – მექსიკაში ითარგმნა როგორც: – „იწველებით?“. Frank Derdue-ს კლასიკურ ფრაზას -„იგი უხეშ მამაკაცს თვინიერ წიწილად აქცევს“ – ესპანეთში გაგრძელება დაემატა – „იგი აქტიურ მამაკაცს ქათმის მოყვარულს გახდის“. “Coke- სიცოცხლეს ახანგრძლივებს“ ჩინეთში ასე ითარგმნა: “Coke – გარდაცვლილ წინაპრებს დაგიბრუნებთ“.
ყურადღებით მოეპყარით თარგმანს!
გ. არმსტრონგი ფ. კოტლერი; გამომგზავნი: თამუნა თურმანიძე