Skip to content

სიკვდილმისჯილი ექიმი

გიამბობთ ექიმ ჯეიმს როჯერსის შესახებ, რომელიც 1965 წელს მას სიკვდილით დასაჯეს,“მასაჩუსეტსის ექსპერიმენტის” გამო, თუმცა დასჯამდე 2 დღით ადრე მან თავი მოიკლა. მალე მასაჩუსეტსის უნივერსტიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ როჯერსის ექსპერიმენტს გააჩნდა მეცნიერული კვლევა. ამის შემდეგ უნივერსტიტეტის ლექტორმა პატიება სთხოვა როჯერსის ახლობლებს.

საქმე იმაში იყო, რომ ჯეიმსი იყენებდა უნიკალურ მეთოდს უიმედო ავადმყოფების განსაკურნებლად. ის მათ პარანოიას ისე ამცირებდა, თუ ადამიანი თვლიდა, რომ მის გარშემო მწერები ხოხავდნენ, ექიმი როჯერსი ეუბნებოდა, რომ ეს მართლაც ასე იყო. მთელი მსოფლიო მწერებით იყო დაფარული. ზოგიერთი, მეტად მგრძნობიარე ადამიანი მათ ხედავს, დანარჩენები იმდენად შეეეჩვივნენ, რომ აღარ აქცევენ ყურადღებას. ადამიანი მიდიოდა და თვლიდა, რომ არაფერი სჭირდა, ეჩვეოდა და ცდილობდა არ შეემჩნია ისინი.

სასამართლოზე გამოვიდა,ვიღაც აარონ პლატნოვსკი, მას კოგნიტურ-პოსტოპერაციული დარღვევა სჭირდა და თვლიდა რომ ჟირაფი იყო. ის ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყო. მან შეწყვიტა მიეღო ნორმალური საჭმელი და აღარ ლაპარაკობდა.

ექიმმა როჯერსმა სთხოვა თავის მეგობარს დაეწერა სტატია იმის შესახებ, რომ ბუნებაში არსებობენ ჟირაფები, რომლებიც არ განსხვავდებიან ადამიანისგან ფიზიკურად. მეცნიერები ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ, რათა პანიკა არ ატყდეს. ამის შემდეგ ექიმი დააკავეს, მან სასამართლოს მხოლოდ წერილი გადასცა, რომელიც თხოვა გაზეთში დაებეჭდათ. წერილი მთავრდებოდა სიტყვებით ” თქვენ ძალიან შეეჩვიეთ იმ აზრს, რომ ყველა ერთნაირად აღიქვამს სამყაროს. მაგრამ ეს ასე არ არის, თუ თქვენ შეიკრიბებით ერთად და თქვენს ცოდნას ერთმანეთს გაუზიარებთ, მიხვდებით, რომ ყველა განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობს. და მხოლოდ თქვენი კომფორტი განსაზღვრავს ფსიქიკურ მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ჟირაფია ისეთივე ნორმალურია, როგორც ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბალახი მწვანეა, ცა კი ცისფერი. ზოგიერთს სჯერა უცხოპლანეტელების, ზოგიერთს ღმერთის, ზოგიერთს კიდევ დილის საუზმის და ფინჯანი ყავის.

როცა ჰარმონიაში ცხოვრობთ თქვენივე რწმენით – თქვენ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ, მაგრამ დაიწყებთ თუ არა მხედველობის წერტილის დაცვას – მაშინ ღმერთის რწმენა იძულებულს გაგხდით მოკლათ, უცხოპლანეტელების რწმენა – გატაცების შიშს ჩამოგიყალიბებთ, ფინჯან ყავაზე რწმენა – გახდება თქვენი მსოფლმხედველობის ცენტრი და გაანადგურებს თქვენს ცხოვრებას. ფიზიკოსი დაგიწყებთ არგუმენტების ჩამოთვლას, რომ ცა ცისფერი არაა, ბიოლოგი კი დაგიმტკიცებთ, რომ ბალახიც არაა მწვანე. ბოლოს და ბოლოს თქვენ პირისპირ დარჩებით ცარიელ, ცივ და თქვენთვის წარმოუდგენლად უცნობ სამყაროსთან, რომელიც ჩვენს სამყაროს წარმოადგენს. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოჩვენებებით ასახლებთ თქვენს სამყაროს. სანამ თქვენ მათი გჯერათ – ისინი არსებობენ, ხოლო სანამ არ შეებძოლებით – ისინი საშიშნი არ არიან”.

მარიამ ნებიერიძე ; წყარო: genius.ge