Skip to content

როგორ დავძლიოთ შიში ?!

გაიხსენეთ ბოლო დროს რამდენჯერ აპირებდით რაღაცის გაკეთებას, მაგრამ დღემდე არ გაგიკეთებიათ. რატომ თქვით უარი თქვენ განზრახვაზე? ხშირად უმოქმედობის უკან შიში იმალება, რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში და აფერხებს თქვენ განვითარებას. კანადელი მწერალი ჯო მარტინო გთავაზობთ შიშის დაძლევის 5 მეთოდს.

1. გეშინიათ? მაინც იარეთ წინ. მაშინაც როცა შიში თქვენში პიკს აღწევს, გონება გებინდებათ და უმოქმედობაში გადადიხართ.  თუ საკუთარ თავს ძალას დაატანთ და თავს მოქმედებას აიძულებთ თქვენი შიში უმალვე გაქრება. ნუ დაკარგავთ დროს იმაზე ფიქრში თუ როგორ ებრძოლოთ შიშს და გადალახოთ იგი, იმოქმედეთ_ ამ ქმედებით თქვენ საკუთარი შიშის პირისპირ აღმოჩნდებით და სურვილის შემთხვევაში მის დამარცხებასაც შეძლებთ.

2. უკან მოიტოვეთ წარსული. ხშირად ვხვდებით სიტუაციაში, რომელიც წარსულში განცდილ წარუმატებლობას და ტკივილს გვახსენებს. როგორ შეიძლება გავთავისუფლდეთ იმ ფიქრისგან, რომ მომავალშიც წარუმატებლობა გველოდება? ვინმემ თქვა რომ ჩვენ ამჯერადაც დავმარცხდებით? შეიძლება თქვენ იმ დროისთვის არ იყავით მზად ან უბრალოდ არ გაგიმართლათ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  კიდევ არ უნდა სცადოთ. ცხოვრების ყოველ ახალ წამს თქვენ ახალი ადამიანი ხართ და ახლიდან გეძლევათ რაღაცის კეთების შესაძლებლობა. ზოგჯერ საკმარისია შვიტანოთ რაღაც პატარა ცვლილება და ის რისი გაკეთებაც ესეთი რთული გვეგონა, მარტივი აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ რაღაცას სწავლობთ. გაუშვით წარსული და ნუ შეგეშინდებათ კიდევ სცადოთ.

3. ნუ ეძებთ წინააღმდეგობებს და გაუთავებელ დაბრკოლებებს. ,,ეს მეტისმეტად რთულია’’ ,,მე ძალიან დავიღალე’’ ,,მე არ მაქვს დრო ‘’ მე არ მაქვს ძალა’’ ამ ფრაზებს ამოფარებულებმა რამდენჯერ თქვით უარი საქმის ბოლომდე მიყვანაზე. ჩვენ თვითონ ვიგონებთ ქვეცნობიერში ამ ,,წინაღობებს“რათა საკუთარ თავს არ გამოვუტყდეთ, რომ სინამდვილეში გვეშინია. ეს არის ერთგვარი თვითგამართლების საშუალება საკუთარ თავთან და სხვა ადამიანების თვალში.

4. ნუ გამოიტანთ დასკვნებს ნაადრევად. ზოგჯერ როცა ყველაფერი ისე არ მიდის როგორც ჩვენ ვისურვებდით, მაშინვე უკიდურესობაში გადავდივართ. ვსაუბრობთ ჩვენ კრახზე და წარუმატებლობაზე , მომავალს მუქ ფერებში აღვიქვამთ, არ ვიცით როგორ გავითავისუფლოთ თავი წარუმატებლობის შიშისგან. როცა  ვახდენთ ფაქტის დემონსტრირებას და ვამბობთ რომ ყველაფერი ცუდათაა, არ ვითვალისწინებთ, რომ მოვლენების შემდგომი განვითარება ჩვენთვის უცნობია, ანუ ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ საბოლოო სურათს. ასე რომ არ ღირს ნაადრევი დასკვნების გაკეთება და ნეგატიური პროგნოზებით საკუთარი თავის დაშინება.

5. ნუ იქნებით შედეგზე მიჯაჭვული, შეაფასეთ პროცესი. ზოგჯერ წარუმატებლობის შიში გვაიძულებს გადავდოთ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე, მანამ სანამ უკვე გვიანი არ აღმოჩდება. ზოგჯერ შიში ჩვენ პარალიზირებას ახდენს და სრულიად უმოქმედონი ვხდებით. ამ დროს საჭიროა სწრაფი მოქმედება. გამარჯვება პირობითი რამაა. ის მხოლოდ თქვენ გონებაში არსებობს. სინამდვილეში ცხოვრება მოგზაურობაა და პროცესი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.