???? ,,ამბობენ სიყვარული არ არსებობსო, ამბობენ ავადმყოფობააო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ფსიქიური აშლილობის კლასიფიკაცია მისცა და კოდიც მიანიჭა, აბობენ სამი ოთხი წელი გრძელდებაო…
???? ფაქტი ერთია სიყვარული ამოძრავებს ამ სამყაროს: ან სიყვარულის მტკიცება ან სიყვარულის უარყოფა.
???? კაცი მოცემულობით პოლიგამიურია და ამიტომ მისი შეყვარებული თვალები, რაც არ უნდა გულლწრფელი იყოს, საუკუნებრივ ნდობას ვერ იმსახურებს, მით უმეტეს ჭკვიან ქალში, რადგან რეციდივის პერსპექტივით და ზოგჯერ ისტორიითაა დატვირთული.
???? ქალი მოცემულობით მონოგამიურია, ამიტომ სხვაა შენზე შეყვარებული ქალის თვალები.
???? ის აერთიანებს ყველა იმ თვალებში ნანახს რომელიც ცხოვრებაში დამამახსოვრდა: შენით აღფრთოვანებული შვილის სიამაყეს, ბერის სიმშვიდეს, პატიმრისთვის მინიჭებულ თავისუფლებას, მოხუცი ბებიის ზრუნვას, იმედს, რომ კიდეც გნახავს და ეჭვს, რომ შეიძლება ვეღარ გნახოს და კიდევ იმას, რომ ერთადერთი ხარ.
???? ეს ერთადერთობა მხოლოდ ჩემზე შეყვარებული ქალის თვალებში ვნახე, რადგან ბერს სხვა მრევლიც ყავს და არათუ უფლება აქვს ვალდებულიცაა სხვასაც იგივე თვალებით უყუროს, ბებიასაც ყავდა სხვა შვილიშვილები და პატიმარსაც სხვა ადვოკატი, შვილიც დედასაც შეხედავს იგივე თვალით და ბოლოს და ბოლოს წამოიზრდება და მიხვდება რომ ფეხბურთს შენზე უკეთ სხვა თამაშობს…
???? შენზე შეყვარებული ქალის თვალებში იმაზე კარგი ხარ, ვიდრე საერთოდ ხარ, უფრო მეტიც – გრძნობ, რომ საერთოდ ხარ . . .”
ავტორი: ზვიად კორძაძე ; წყარო: ოთხი მოტივის მკითხველთა კლუბი