ერთი მოხუცებული ამერიკელი თავის შვილიშვილს ესაუბრებოდა:
– შვილო ხოლმე ვფიქრობ, რომ ჩემს გულში ორი მგელი იბრძვის.
– ერთი მგელი მოძალადე, ავი და ბოროტია. მეორე კი კეთილი და მიმტევებელი.
– და როგორ ფიქრობ, რომელი გაიმარჯვებს მათ შორის? – ჰკითხა შვილიშვილმა მას.
– ის, რომელსაც მე გამოვკვებავ . . .
ყველა ადამიანში არის როგორც კარგი და ასევე ცუდი თვისებები. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რომელს ,,გავამარჯვებინებთ” და რომელს განვივითარებთ . . .