Skip to content

რა იმალება დაბრკოლების უკან?

უძველეს დროში ერთმა მეფემ მონებს დედაქალაქში შემოსასვლელი გზის შუაგულში უზარმაზარი ლოდი დაადებინა. ყველა გაკვირვებული დარჩა მეფის საქციელით. ვეზირებმა მორიდებით ჰკითხეს რატომ გააკეთა მაგრამ მეფე დუმდა და გულში კი იმაზე ფიქრობდა, თუ ვინმე შეეცდებოდა და მოაშორებდა ლოდს ამ უხერხული ადგილიდან.
 
ზოგიერთმა დიდებულმა თავადმა მისი აშკარა გაკრიტიკება დაიწყეს. ხალხი კი თვალს ხუჭავდა უხერხულ ადგილას დადებულ ლოდზე და უბრალოდ გვერდს უვლიდა მას. არავის არ სურდა თავი შეეწუხებინა მისი გზიდან მოშორებაზე, ყველა სხვას უყურებდა და ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მცხოვრებმა იცოდა, რომ ამისთვის არავინ დაისჯებოდა.
 
ერთ დღეს გზაზე გამოიარა ერთმა სოფლელმა გლეხმა, რომელსაც ბოსტნეული მიჰქონდა დედაქალაქში გასაყიდად. ის შეჩერდა ლოდთან და გადაწყვიტა გადაეგორებინა იგი. 
მან თავისი ხურჯინი ძირს დააგდო და საქმეს შეუდგა. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, თუმცა მშრომელი გლეხი არც ამ დაბრკოლებას შეუშინებია. გლეხის წვალების შემხედვარე ხალხს სასაცილოდ არ ყოფნიდა მისი საქციელი და ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდნენ იმ საკითხის მოგვარებაში, რაც ყველას აწუხებდა ირონიული ღიმილით ეუბნებოდნენ, რომ მაინც არავინ არაფერს დაუფასებდა.
 
გლეხმა დიდი წვალების შემდეგ შეძლო ლოდი გზიდან გადაეგორებინა. აიღო თავისი ხურჯინი და სიამაყოთ გადახედა გასუფთავებულ გზას. ლოდის ადგილას პატარა ამოთხრილი ორმო გამოჩნდა. გაკვირვებული გლეხი მივიდა და ორმოში ჩაიხედა. 
ორმოში ერთი დიდი ყუთი იდო. გლეხმა გახსნა ყუთი და აღმოჩნდა, რომ მასში უამრავი მარგალიტი და ძვირფასი თვალი ეყარა. ყუთში ძვირფასი თვლების გარდა ერთი წერილიც იდო. წერილს მეფის ხელმოწერა ჰქონდა და მასში ეწერა, რომ ეს განძეულობა იმისი გახდებოდა, ვინც ამ ლოდს გადააგორებდა გზიდან.
თუ გზაზე დაბრკოლება არაა, დარწმუნებული იყავით, რომ ამ ეს გზა ვერსადაც ვერ მიგიყვანთ…
ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს, რადგან :
ისინი ჩვენი წარმატებისა და ჩვენი პიროვნული ზრდისათვის არის მნიშვნელოვანი.
 
გვერდს ნუ აუვლით მათ, რადგან
ყოველი დაბრკოლების უკან შესაძლებლობა იმალება…