Skip to content

შენ ისევ ისე უბრალოდ და სადად გქვია: სიყვარული

რა თქმა უნდა, ამ სათაურის ქვეშ ბანალური ტექსტია.

ფანჯრიდან გახედვაც საკმარისია, რომ უცნობი ავტორისგან ქვევით, არც ისე პატარა სისულელეს ელოდო.

და თუ მაინც აგრძელებ კითხვას, გითანაგრძნობ, შენ ის იშვიათი ეგზემპლარი ხარ, რომლისგანაც მთელი დღის განმავლობაში ათასი მიმართულებით გაედინება სიყვარული, მაგრამ ღამით მაინც ყველაზე სევდიანად იძინებს.
დილით საწოლიდან პირველივე ნაბიჯის გადადგმისას შენი სხეულის ყველა წერტილი , მილიონი ენდორფინით არის გატენილი, რომელსაც სულელური ზამბარები უაზროდ ესვრიან გაყინულ სახეებს და მერე „ჯუსი ფრუტივით“ ლოღნის ათასი ცინიკური ღიმილი.

აზრის გამოთქმისას კი, სასაცილო ეპითეტებს ხმარობენ შენზე: საინტერესოა, გემრიელი, ეგზოტიკური, მაგრამ ბოლო სიტყვა უკვე რა ხანია უცვლელია _სულელი.

დღის მეორე ნახევარში, მოწყენილს ხშირად გაკვირდები, ცარიელ თვითმფრინავში ილუმინატორთან მჯდომ მგზავრს გავხარ, რომელიც ღრუბლებს უღიმის.

ყოველ საღამოს ვფიქრობ, რომ შენგან არაფერი გამოვა.

შენ კი, ყოველ საღამოს ფიქრობ, რომ ეს ბოლო დღე იყო, რომ ასე აღარ გააგრძელებ, რომ ხვალ გაიღვიძებ და…
დილით, ისევ გხედავ, “ჯუსი ფრუტის” მაისური გაცვია და გაყინული სახეების გალღობას ცდილობ.

და შენ ისევ ისე უბრალოდ და სადად გქვია:

სიყვარული.

სიყვარული.

სიყვარული.

სიყვარული.

სიყვარული.

სიყვარული.

სიყვარული.

სიყვარული.

სიყვარული.

გამომგზავნი/ავტორი: ტატო გოგოლაძე