Skip to content
ერთხელ მამა გვიან ღამით დაღლილი დაბრუნდა სახლში და  კარებთან მას თავისი 5 წლის ბავშვი დახვდა.
– მამა შეგიძლია ერთ კითხვაზე გამცე პასუხი? – ჰკითხა მამას შვილმა.
– რასაკვირველია შვილო, მითხარი – გაეღიმა მამას და ალერსით მოუთათუნა საყვარელ შვილს ხელი ლამაზ,ხუჭუჭა თმებზე  .
– მამა, რამდენ დოლარს იღებ საათში?
– რატომ მეკითხები? ეს შენი საქმე არაა – უთხრა მას მამამ.
– უბრალოდ მსურს, რომ ვიცოდე, მამა . . .
– კარგი თუ ასე ძალიან გინდა  გეტყვი. საათში 20 დოლარს – მოლბა მამა.
– ცუდია – ჩაფიქრდა შვილი და თავი დახარა.
– მამა შეგიძლია, რომ 10 დოლარი მომცე?
მამა გაბრაზდა.
– ამ შუაღამეს განა იმისათვის მელოდებოდი, რომ 10 დოლარი გეთხოვა ?! მერე წახვალ და რაღაც სულელურ სათამაშოში დახარჯავ იმას, რაც მე ერთი საათის მძიმე შრომით გამოვიმუშავე.
კარგი ახლა წადი და დაიძინე უკვე ძალიან გვიანია . . .
ბავშვმა მორჩილად წავიდა ოთახში.
მარტოდ დარჩენილი მამა ფიქრებში წავიდა. ნეტავ, რატომ  გავბრაზდი ასე? არც კი მიკითხავს,თუ რატომ სურდა 10 დოლარი ისე ვეჩხუბე ჩემს ერთადერთ შვილს . . .
მამამ თავი დამნაშავედ იგრძნო და შვილის ოთახისაკენ გასწია.
შვილს კარებზე ფრთხილი კაკუნი მოესმა.
– გძინავს შვილო? – ჩუმად იკითხა მამამ.
– არა, მამი შემოდი, არ მძინავს.
– მაპატიე შვილო, რომ გავბრაზდი. არ უნდა მოვქცეულიყავი ასე, დამნაშავე ვარ – უთხრა მამამ შვილს და 10 დოლარი გაუწოდა.
– აი, აიღე შვილო და რაშიც გსურს იმაში გამოიყენე.
– დიდი, დიდი  მადლობა მამა – ძალიან გაეხარდა ბავშვს. შემდეგ კი სიხარულით გადასწია ბალიში და მისი ქვეშიდან კიდევ ერთი 10 დოლარი გამოიღო.
მამა ერთდროულად გაკვირვებული და გაბრაზებული ჩანდა.
შვილო, რატომ  მთხოვე ფული, თუ უკვე გქონდა?
მამა, მე ახლა უკვე 20 დოლარი მაქვს. შეიძლება შენი დროის ერთი საათი ვიყიდო?
შეგიძლია, ხვალ საღამოს ერთი საათით ადრე მოხვიდე სახლში? მსურს , რომ ერთხელ მაინც მივირთვათ ვახშამი ერთად . . .
მამა გაშრა და თვალებზე ცრემლი მოადგა. შემდეგ კი შვილი გულში ძალიან მაგრად ჩაიხუტა და პატიება სთხოვა . . .