Skip to content

“ნუ დააგროვებთ ფულს ყულაბაში. საკუთარი თავში დააბანდეთ”

ყველაფრის გაკეთება შეიძლება უკეთ, ვიდრე

აქამდე კეთდებოდა.

ჰენრი ფორდი – ლეგენდარული ადამიანი და XX  საუკუნის საუკეთესო ბიზნესმენია. Ford Motor  Company – შემქმნელი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თავად შექმნას საკუთარი თავი. აი, რას გვირჩევს ის:

ჩვენი წარუმატებლობა ჩვენი წარმატების მასწავლებელია.

როცა გგონია, მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ არის, გახსოვდეს, რომ თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგოდ დაფრინავს.

ჩემი წარმატების საიდუმლო ჩემს უნარშია, გავითვალისწინო სხვა ადამიანის შეხედულებები და მოვლენებს მისი და საკუთარი თვალით შევხედო.

ამ ქვეყნად ყველაზე რთულია საკუთარი თავით ფიქრი. ალბათ, ამიტომაც ასე ცოტა ადამიანი იქცევა ასე.

ყველაფრის გაკეთება შეიძლება უკეთ, ვიდრე აქამდე კეთდებოდა.

თუ თვითონ დაჩეხავ შეშას, ორმაგად გათბები.

იდეები თავისთავად ფასეულია, მაგრამ ნებისმიერი იდეა, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ იდეაა. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ხორცი შეასხა.

ხანდაზმულები ყოველთვის ურჩევენ ახალგაზრდებს, ფული დაზოგონ. ეს ცუდი რჩევაა. ნუ დააგროვებთ ფულს ყულაბაში. საკუთარი თავში დააბანდეთ. სანამ 40 წელს არ მივაღწიე, დოლარიც კი არ დამიზოგავს.

წარმატებულ დღეს გისურვებთ!

(წარმატებულ კვირას გისურვებთ!)

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა