Skip to content

Skype Translator – სიახლე, რომელიც ამსხვრევს ბარიერებს

ლოსანჟელესი, 1 ოქტომბერი. /TASS/. Skype იწყებს Skype Translator მომსახურების ამოქმედებას, რომელიც რეალური დროის რეჟიმში თარგმნის მომხმარებელთა საუბრებს. ამაზე იყო საუბარი ხუთშაბათს გავრცელებულ კომპანიის პრეს-რელიზში.

“კომპანიაში დიდი ხანია ოცნებობენ ენობრივი ბარიერის დამსხვრევაზე მომხმარებლებს შორის, – ნათქვამია განცხადებაში. – სინქრონული თარგმანი ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ჩინურ და ესპანურ ენაზე”.

ტექსტების წერილობითი თარგმანი განხორციელდება 50 ენაზე, მათ შორის რუსულადაც.
Skype-ზე ახალი ფუნქცია გამოჩნდება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
Skype-არის მყისიერი შეტყობინებების გაცვლის უფასო სერვისი, ხმოვანი კავშირის და ვიდეო ზარების. პროგრამა შედის კორპორაცია Microsoft-ის კუთვნილ პროდუქტების პორტფელში.
წყარო: http://goo.gl/hHnCtT