Skip to content

თან ვერ წაიღებ – სახალისო ისტორია

ერთ ქალაქში ცხოვრობდა მოხუცი კაცი, რომლის დღეებიც დათვლილი იყო. მოხუცი ძალიან სწუხდა იმის გამო, რომ მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად იმუშავა, უდიდესი ქონება დააგროვა, მას კი ამ სიმდიდრის საიქიოში წაღება არ შეეძლო. ამიტომ დაიწყო ლოცვა იმისთვის, რომ იქნებ ასეთი შესაძლებლობა მისცემოდა.

ანგელოზმა გაიგონა მისი ხვეწნა-მუდარა, გამოეცხადა და უთხრა: “ბოდიში, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვა – ვერ შეძლებ შენი სიმდიდრის თან წამოღებას.”

კაცი ლამის ნახევარი დღე ეხვეწა ანგელოზს, რომ იქნებ ღმერთთან ეშუამდგომლა და რამენაირად წესებისთვის გადაეხვია.

ანგელოზი გაბრუნდა და ცოტა ხნის მერე კვლავ გამოეცხადა კარგი ამბით: “ღმერთი ნებას გრთავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჩემოდანი წამოიღო თან. “კაცი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. უცბად გაიქცა, ყველაზე დიდი ჩემოდანი მოძებნა, აავსო სუფთა ოქროს ზოდებით და თავისი საწოლის გვერდით დადო.
მალევე, ამის მერე მოხუცი გარდაიცვალა და საიქიოს კარს მიადგა, სადაც წმინდა პეტრე დახვდა. ის მიესალმა კაცს და უთხრა: “შეჩერდი, ჩემოდნის აქ შემოტანის უფლება არ გაქვს!”

კაცმა აუხსნა წმიდა პეტრეს, რომ მას ნებართვა ჰქონდა, რის დადასტურებასაც თავად ღმერთი შეძლებდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წმ. პეტრემ გადაამოწმა, დაბრუნდა და მოხუცს უთხრა: “მართალი ყოფილხარ. შენ მხოლოდ ერთი ჩემოდნის შემოტანის უფლება გაქვს, მაგრამ სანამ ამის ნებას მოგცემ, მისი შიგთავსი უნდა ვნახო.”

წმ. პეტრეს აინტერესებდა ის მიწიერი ნივთები, რომელიც კაცმა მეტისმეტად ღირებულად ჩათვალა იმისათვის, რომ სახლში დაეტოვებინა. როგორც კი გახსნა ჩემოდანი, წამოიყვირა: “თურმე ნუ იტყვი და ტროტუარი წამოგიღია. საიქიოს ქუჩების მთავარი გზები ჩვენთან სუფთა ოქროთია დაგებული.”

ავტორი