Skip to content

რონალდ რეიგანის საყვარელი ანეგდოტები

„საუკეთესო სამიტი იყო, რაც კი ოდესმე საბჭოთა კავშირთან გვქონია.“ – ასე ჩაწერა თავის დღიურში რონალდ რეიგანმა, როცა გორბაჩოვი გააცილა. სამიტზე მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„დაძაბული დღის შემდეგ ცოტა განმუხტვა არცერთს არ გავწყენდა. გადავწყვიტე, ერთ-ორი ჩემი საყვარელი ანეგდოტი მომეყოლა რუსებზე. იცით, – ვკითხე გორბაჩოვს, – თურმე რუსი და ამერიკელი კამათობდნენ, რომელი უფრო ღირსეული ქვეყნის წარმომადგენელი იყო და ამერიკელს უთქვამს: „მისმინე, ჩემს ქვეყანაში შემიძლია, ოვალურ კაბინეტში შევიდე და ვუთხრა: „ბატონო პრეზიდენტო , მე არ მომწონს, როგორ მართავთ ქვეყანას.“ ამაზე რუსმა უპასუხა: „ დიდი რამე, მეც შემიძლია, კრემლში შევიდე და გენერალურ მდივანს ვუთხრა: „ბატონო გენერეალო მდივანო , მე არ მომწონს, პრეზიდენტი რეიგანი როგორ მართავს ქვეყანას.“ თარჯიმანი უთარგმნიდა , გორბაჩოვი კი ხმამაღლა იცინოდა.

შემდეგ მეორე ანეგდოტიც მოვუყევი: „მოსკოვში ტრანსპორტის მოძრაობის წესებს თურმე ისე უხეშად არღვევდნენ, რომ პოლიციელებს უთქვამთ – ვინც არ უნდა იჯდეს საჭესთან, დავაჯარიმებთო. ერთ დღეს გენერალურ მდივანს კრემლში შეხვედრაზე აგვიანდებოდა და მძღოლს უთხრა, შენ უკან დაჯექი, მანქანას მე წავიყვანო. პირველივე მოსახვევში ორი მოტოციკლეტიანი პოლიციელი გაჰკიდებიათ. ერთმა პოლიციელმა მანქანა გააჩერა , გამოელაპარაკა და მალე უკან დაბრუნდა. დააჯარიმეო? – უკითხავს მეორეს. არა, ვიღაც ბობოლა იჯდაო, – უპასუხა პირველმა პოლიციელმა. ამისთანა ვინ იყოო, არ მოეშვა თურმე მეორე. თვითონ ის ვერ ვიცანი ,მაგრამ მძღოლად გორბაჩოვი ჰყავდაო.“ მოკლედ გორბაჩოვი მაგრად გავართე.“ – წერს თავის წიგნში რონალდ რეიგანი.

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა