უძველეს დროში არსებობდა ერთი კუნძული, სადაც ყველა გრძნობა ცხოვრობდა ერთად და მათ შორის იყო სიყვარულიც.
ერთ დღეს კუნძულმა ჩაძირვა დაიწყო. გრძნობებმა ნავების აგება დაიწყეს, რათა კუნძულიდან გაქცეულიყვნენ, მაგრამ ერთმა მათგანმა ვერ მოასწრო აეგო ნავი და ეს ერთი გრძნობა სიყვარული აღმოჩნდა . . .
სიყვარული ერთადერთი იყო, იმ გრძნობებს შორის, რომელიც კუნძულზე დარჩა. მას სურდა, რომ დარჩენილიყო თავის მშობლიურ მიწაზე მანამ სანამ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ . . .
მაგრამ როდესაც შეატყო, რომ კუნძული თითქმის უკვე ჩაიძირა სიყვარულმა სხვა გრძნობებს სთხოვა დახმარება.
ამ დროს მის გვერდით სიმდიდრემ გაიარა თავისი ნავით. სიყვარულმა მას უთხრა:
– სიმდიდრევ, შეგიძლია თან წამიყვანო?
სიმდიდრემ უპასუხა:
– არ შემიძლია, მეგობარო. იმდენად ბევრი ოქრო-ვერცხლი მაქვს ნავზე, რომ შენს ადგილს ნამდვილად ვერ გამოვნახავ . . .
მაშინ სიყვარულმა გადაწყვიტა ქედმაღლობისათვის ეთხოვა დახმარება და უთხრა:
– ქედმაღლობავ, გთხოვ დამეხმარე . . .
– ვერ დაგეხმარები ჩემო კარგო, სველი ხარ და ჩემს მშვენიერ ნავში ასეთს ვერ ამოგიშვებ – უპასუხა ქედმაღლობამ.
სიყვარული იმედს მაინც არ კარგავდა, როცა მის გვერდით სევდამ ჩამოიარა. და სიყვარულმა უთხრა სევდას:
– ჩემო მეგობარო, გთხოვ თან გამიყოლე?
მაპატიე სიყვარულო, ძალიან დამწუხრებული ვარ და მარტო ყოფნა მსურს – უპასუხა სევდამ მას.
შემდეგ ბედნიერებამ ჩამოიარა თავისი ნავით, თუმცა იმდენად ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ გადარჩა ვერც კი გაიგონა სიყვარულის ხმა.
სიყვარულს უკვე ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა , როდესაც მოულოდნელად სანატრელი ხმა მოესმა :
– სიყვარულო, მე შემიძლია წაგიყვანო თან . . .
სიყვარული მიტრიალდა მისკენ და მან ერთი უხუცესი დაინახა – წვერებით შემოსილი და მხრებში მოხრილი . . .
უხუცესმა სიყვარული თავის ნავზე აიყვანა, სამშვიდობოს მიაცილა, იქ დატოვა და შემდეგ კი თავისი ნავით გაუჩინარდა.
სიყვარული ხვდებოდა, თუ როგორი დავალებული იყო იგი მისი გადამრჩენელისაგან , უნდოდა მადლობა გადაეხადა, თუმცა არ იცოდა, ვინ იყო უხუცესი სინამდვილეში.
მაშინ სიყვარულმა ცოდნას ჰკითხა:
– ვინ იყო ის უხუცესი ვისი წყალობითაც მე დღეს ცოცხალი ვარ?
– ეს დრო იყო – უპასუხა მას ცოდნამ.
– დრო? – გაიკვირვა სიყვარულმა. და მაინც რატომ უნდა დამხმარებოდა იგი?
ცოდნა რამოდენიმე წამით დაფიქრდა და წრფელი ღიმილით უპასუხა მას :
მხოლოდ დროს შეუძლია დააფასოს სიყვარული . . .