პატარა მინდვრის თაგვი ძალიან ხშირ ტყეში შევიდა და იქიდან გამოსასვლელი გზა ვეღარ იპოვა.
ბევრი იარა , თუ ცოტა იარა იგი ერთ მოხუცებულ ბუს წააწყდა.
– შეგიძლიათ მითხრათ, თუ როგორ შეიძლება გავაღწიო აქედან – ჰკითხა თაგვმა ბუს.
– ძალიან ადვილია – უპასუხა მას ბუმ. ფრთები უნდა გაიზარდო და მაღლა აფრინდე.
– კი მაგრამ ფრთები როგორ გავიზარდო – იკითხა დაბნეულმა თაგვმა.
ბუმ დაამთქნარა, ქედმაღლურად,ზიზღის თვალებით შეხედა თაგვს და უთხრა:
– ოჰ, ეს დეტალები. მე მხოლოდ სტრატეგია შემიძლია შემოგთავაზო.:))