Skip to content

არსებობს, თუ არა ღმერთი და ბოროტება ? (ნამდვილი ამბავი)

ერთხელ უნივერსიტეტის პროფესორმა ასეთი კითხვა დაუსვა სტუდენტებს .

– არსებობს, თუ არა ღმერთი ? 

– რასაკვირველია არსებობს !- ერთხმად უპასუხეს მას სტუდენტებმა.

და თუ არსებობს, მან ხომ  ყველაფერი შექმნა?

– დიახ – უპასუხეს მას სტუდენტებმა.

– და  თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ გამოდის, რომ ბოროტებაც მან შექმნა,რადგან ბოროტებაც არსებობს ამქვეყნად. თუ ამ მჯელობიდან გამოვალთ, ისიც გამოდის, რომ ღმერთი ბოროტია – მიუგო მათ ღიმილით პროფესორმა.

კლასი სიჩუმემ მოიცვა, მაგრამ მოულოდნელად ერთ-ერთი სტუდენტი წამოდგა და პროფესორს ჰკითხა:

– პროფესორო, არსებობს,თუ არა სიცივე?

– ეს რა კითხვაა? რასაკვირველია, არსებობს. ნუთუ არასოდეს შეგციებია?

– არა, პროფესორო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივეს ვუწოდებთ, მხოლოდ სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-460 ფარენგეიტი) კი სითბოს აბსოლუტურ ნაკლებობას აღნიშნავს. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ განგვესაზღვრა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს.

– პროფესორო,როგორ ფიქრობთ, არსებობს, თუ არა სიბნელე?

– ცხადია არსებობს.

– კიდევ ერთხელ ცდებით, პროფესორო, რადგან სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე.  სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს.

– და არსებობს, თუ არა ბოროტება?

– რაღა თქმა უნდა არსებობს, ეს ხომ უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ.ფაქტია, რომ მსოფლიოში დანაშაული,ბოროტება და ძალადობაა გამეფებული .

– კიდევ ერთხელ ცდებით, პროფესორო . . . ბოროტება არ არსებობს და შესაბამისად, ღმერთსაც არ შეუქმნია იგი. ბოროტება სიბნელისა და სიცივის მაგალითს ჰგავს და ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღმერთის სიყვარულს  . . .

სტუდენტის სახელი და გვარი გახლდათ ალბერტ აინშტაინი.

თარგმანი: 4motivi.com, წყარო :http://www.religioustolerance.org/culeins.htm