ერთხელ მაჰათმა განდი მატარებლით მგზავრობდა. გზად მატარებელმა ერთ პროვინციულ ქალაქს ჩაუარა. განდი ქალაქში ნამყოფი არ იყო და აინტერესებდა უფრო კარგად შეეთვალიერებინა იგი და მატარებლის კარი გააღებინა.
ქალაქის ხედის თვალიერებით გართულ მაჰათმა განდის ფეხიდან ფეხსაცმელი გაძვრა და მატარებლიდან გადაუვარდა.მისი თანმხლები პირებისდა გასაკვირად განდიმ სასწრაფოდ გაიძრო მეორე ფეხსაცმელიც და იქ გადააგდო, სადაც პირველი დავარდა.
და როცა ხალხმა ჰკითხა განდის,თუ რატომ მოიქცა იგი ასე, მას გაეღიმა და მიუგო მათ:
იმ ღარიბ ადამიანს, რომელიც ამ ფეხსაცმელს იპოვის, ახლა უკვე წყვილი ფეხსაცმელი ექნება და არა ცალი…