,,ჩემი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს ვაცნობიერებ’’ -ალბერ კამიუ
ჯერ კიდევ სიცოცხლეში, ალბერ კამიუს ,,დასავლეთის სინდისი“ და მსოფლიო ინტელიგენციის ,,ფიქრების მბრძანებელთა’’ ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი უწოდეს. მისი შემოქმედება და შეხედულებები არსებითად განსხვავდებოდა კლასიკური ლიტერატურისაგან – მან ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა მხატვრულ ლიტერატურაში, რომ სამყარო არ არის გონივრულად მოწყობილი.
ასევე, ერთ-ერთი პირველია, ვინც ყოფიერების აბსურდულობის დასკვნამდე მივიდა. კამიუს თანახმად, არ არის საჭირო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აზრის ძიება – უბრალოდ, უნდა ვიცხოვროთ. 1957 წელს, იგი ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი ლიტერატურის დარგში, შემოქმედებისათვის, რაც ნათელს ხდის პრობლემებს, რომლებსაც თანამედროვეობა ადამიანის ცნობიერების წინაშე აყენებს.
1) ცხოვრება ძალიან სწრაფად გადადის ჩვეევაში. ადამიანს ფულის შოვნა სურს ბედნიერი ცხოვრებისთვის, თუმცა საბოლოოდ მთელი ძალისხმევა და ცხოვრებისეული სიტკბო მის მოპოვებას ხმარდება. ბედნიერება მივიწყებულია, საშუალება კი – მიზანთან გაიგივებული.
2) ჭეშმარიტი გულუხვობა, მომავალთან დაკავშირებით, გულისხმობს ყველაფრის ჭეშმარიტებისთვის მიძღვნას.
3) ვერასოდეს გახდებით ბედნიერი, თუკი გამუდმებით იმის ძიებაში იქნებით, თუ რაში მდგომარეობს ის. ასევე, ვერასოდეს იცხოვრებთ, თუკი ცხოვრების მიზანს დაუწყებთ ძებნას.
4) მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც პასუხი პრაქტიკაში უნდა გაეცეს, შემდეგია: შეიძლება, იყო მარტოხელა და ბედნიერი?
5) ვინც არაფერს გასცემს, არაფერი აბადია. ყველაზე მეტი უბედურება ის კი არ არის, რომ არავის უყვარხარ, არამედ ის, რომ შენ თვითონ არ გიყვარს.
6) მოგზაურობა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზულ მეცნიერება, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში გვეხმარება.
7) იქ, სადაც ყველაზე მეტი საშიშროებაა, ყველაზე დიდი იმედია.
8) ადრე თუ გვიან, მოდის დრო, როცა არჩევანი უნდა გაკეთდეს დაკვირვებასა და მოქმედებას შორის. ადამიანად ჩამოყალიბება სწორედ ამას გულისხმობს.
9) არცერთი გენიალური ნაწარმოები, არასოდეს ყოფილა დაფუძნებული სიძულვილზე ან ზიზღზე.
10) სასოს წარკვეთის ჩვევა ბევრად უარესია თვით სასოწარკვეთილებაზე.
11) გენიალურობა შეიძლება მხოლოდ წარმავალი შანსი აღმოჩნდეს. მხოლოდ მუშაობასა და ნებისყოფას შეუძლია მისი დიდებად გადაქცევა.
12) შეუძლებელია, გულგრილი იყო უსამართლობის მიმართ. უსამართლობასთან ან თანამშრომლობენ, ან ებრძვიან მას.
13) სკოლა ისეთი ცხოვრებისთვის გვამზადებს, რომელიც სამყაროში რეალურად არ არსებობს.
14) ეს სამყარო აზრს არის მოკლებული და ის, ვინც ეს გააცნობიერა, თავისუფლებას მოიპოვებს.
15) ნუ დაელოდებით მკაცრ სამსჯავროს, ის ყოველდღიურად ხდება.
16) სწორედ თავისუფალი არჩევანი აყალიბებს პიროვნებას. ყოფნა საკუთარი თავის არჩევას ნიშნავს.
17) სჯობს, ღარიბი იყო და თავისუფალი, ვიდრე – მდიდარი ტყვე. ბუნებრივია, ადამიანებს სიმდიდრეც სურთ და თავისუფლებაც. სწორედ ამის გამო, ზოგჯერ ღარიბ მონებად იქცევიან.
18) ჩემი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს ვაცნობიერებ.
19) თავისუფალი მხოლოდ ის არის, ვისაც იმის ფუფუნება აქვს, რომ საკუთარი თავი არ მოატყუოს.
20) ნუ ივლი ჩემ წინ, შესაძლოა, ვერ დაგეწიო. ნუ ივლი ჩემ უკან, შესაძლოა, შეცდომით სხვაგან წაგიყვანო. უბრალოდ, ჩემ გვერდით იარე და ჩემი მეგობარი იყავი.