Skip to content

თავისუფლება VS უსაფრთხოება


სოციალისტის იდეა უსაფრთხოებას იცავს,
მაშინ როდესაც ლიბერალს თავისუფლება ხიბლავს.

სოციალისტის ფიქრებში ღარიბს მდიდარი არჩენს,
ლიბერალს გონების სჯერა, მადლობას უხდის გამჩენს.

ერთი მოითხოვს უმწეოს სოციალურად დაცვას,
ამისათვის კი იყენებს დაკანონებულ ძარცვას.

მეორე თავისუფლებას უფლებად სახავს მთავარს,
ხელყოფას საკუთრებისას უწოდებს ბოროტ “ტავარს”.

ერთისთვის თანასწორობა მიზანი არის დიდი,
მდიდარს და ღარიბს შორის სურს რომ გადადოს ხიდი.

მეორე ხედავს ინდივიდს შესაძლებლობის ზღვარზე,
იდეალებზე ოცნებობს, საუბრობს რწმენის აზრზე.

ავტორი: გივი კუპატაძე