ადამიანები პატარაობიდანვე სწავლობენ ტყუილს; რაც უფრო იზრდებიან, მით უფრო სარწმუნო ხდება მათი ტყუილი, ხოლო ასაკთან ერთად ისე ხვეწავენ ტყუილის ტექნიკას, რომ ექსპერტებადაც კი ყალიბდებიან ტყუილის ხელოვნებაში. არიან ბუნებრივი ტალანტით დაჯილდოვებულნიც, რომელთა შეცნობა უკიდურესად რთულია. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ნიშანთვისებებზე და ბუნებრივ რეფლექსებზე დაკვირვებით, შესაძლებელია განვსაზღვროთ თუ როდის ტყუიან.
თვალ-ყური ადევნეთ მოსაუბრეს, დააკვირდით მის ჟესტიკულაციას და რეფლექსებს, მაგალითად ცხვირთან შეხება – შფოთვის კლასიკური ნიშანია. როდესაც ბილ კლინტონი მონიკა ლევინსკისთან ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ჩვენებას აძლევდა მოსამართლეებს, აშკარა და უტყუარი პასუხების დროს ნეიტრალურ პოზას იღებდა, ხოლო როდესაც უფრო კონკრეტულად ეკითხებოდნენ,- დაახლოებით ოთხ წუთიანი შუალედით ოცდაექვსჯერ მოიკიდა ცხვირზე ხელი.
კარგია რომ არსებობს ,,სხეულის ენა“. ამ წიგნზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება ადამიანებთან პირისპირ საუბარში, უმეტეს შემთხვევაში მათი ,,სიმართლის დაზუსტება“. დაზუსტების ხერხი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ დგინდება კონკრეტული პიროვნების სტანდარტული ქცევა, ხოლო შემდეგ კი ვეძებთ სტანდარტულიდან გადახვევას.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები უმეტეს შემთხვევაში მაშინ იღიმებიან, როდესაც სიმართლეს ამბობენ.
გაიღიმეთ ხშირად და საპასუხოდ მთელი მსოფლიო გაგიღიმებთ!
მასალის მოწოდებისათვის დიდ მადლობას ვუხდით: შპს “საქ-იოდის” დირექტორს – ბატონ
ალეკო ჩორგოლაშვილს
ალეკო ჩორგოლაშვილს