Skip to content
ალბათ დიდი დრო გავა და ამ ამბის დავიწყებას მაინც ვერ შევძლებ…ანდა როგორ უნდა დაივიწყო ადამიანი,რომელიც სიცოცხლეზე მეტად გიყვარდა და ახლაც გიყვარს, ყველაფერი კი შენი სისულელის გამო დამთავრდა,იმის გამო რომ ხანდახან ადამიანებს სიამაყე გვძლევს და სხვისი დაცინვა ან შეურაცხყოფა სიამოვნებას გვანიჭებს… ყველაზე დიდ ნეტარებას კი იმ დროს განვიცდით როცა მის ამღვრეულ თვალებს ვხედავთ,სინანულით რომ გიყურებენ და თან გეუბნებიან დრო მოვა და ინანებო…შენ გგონია რომ ეს დრო არასდროს მოვა და თავდაჯერებულად ამაყად მიდიხარ წინ… და არა არ იცი, რომ ერთხელაც ამის გამო მწარედ იტირებ,მაგრამ უკვე გვიან იქნება…მეტისმეტად გვიანაც კი.
ხოლო როცა იგი წავა,შენთან აღარ იქნება და მის სიკეთით და სიყვარულით სავსე თვალებს ვეღარ დაინახავ,მიხვდები რომ იგი უბრალოდ გაქრა შენი ცხოვრებიდან… განა ეს არ გინდოდა? განა ეს არ იყო შენი მიზანი? ხოდა გილოცავ!!! მიაღწიე იგი წავიდა და აღარ დაბრუნდება… გიხარია? იქნებ ძალიანაც კი გიხარია? ან იქნება გწყიინს კიდევაც? მაგრამ ერთი რამ გახსოვდეს როცა მისი ნახვა მოგინდება გვიანი იქნება, მთელი ხმითაც რომ იყვირო “მიყვარხარ”,იგი მაინც ვეღარ გაიგებს… რატომ? მარტივი მიზეზის გამო იგი უბრალოდ აღარ იქნება… მაპატიე…
მადლობას ვუხდით ანას ისტორიის გამოგზავნისათვის