13 წლისანი ვიყავით სიყვარულობანას თამაში, რომ დავიწყეთ.დიახ, ეს იყო თამაში.თამაში იმიტომ, რომ მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ეს სიყვარული გახდებოდა ჩემთვის ყველაფერი – ბედნიერება, უბედურება ცხოვრების ყველა ის განცდა და გრძნობა, რაც ადამიანების ცხოვრებას თან ახლავს ჩემთვის ეს ყველაფერი ამ სიყვარულს უკავშირდება.
სკოლას ვამთავრებდი, როცა დავშორდით.რატომ?ვეკითხებოდი გამუდმებით საკუთარ თავს.იმიტომ რომ ჯიუტი ვარ, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად გაგვაჩნია სულელური პრინციპები , რასაც არ ან ვერ ვღალატობთ ჩვენივე სიამაყის გამო.ერთი წელი გავიდა მას გარეშე.მე უკვე სხვასთან ერთად ვიდექი იმ ადგილზე სადაც ბევრჯერ გვითქვამს ერთმანეთისთვის ,,ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით” არ ვიცი შეიძლება ძალიან ბანალურია და ზოგს სისულელედ მოეჩვენოს ეს სიტყვები.მაგრამ როცა გიყვარს ყველაფერი არაჩვეულებრივი გგონია.სხვა იდგა ჩემს გვერდით, მაგრამ ვხვდებოდი , რომ ის მას ვერ შემიცვლიდა და არ უნდა გამეგრძელებინა ეს სისულელე. იმავე საღამოს ავიღე ტელეფონი და უაზრო დუმილის შემდეგ დავარღვიე ყველაფერი.უბრალოდ მივწერე როგორ ხარ?…. პასუხმა დააგვიანა ძალიან თითქმის დავიჯერე , რომ მას დავავიწყდი.დააგვიანა , მაგრამ მოვიდა, ამ პასუხს მოყვა გაგრძელება და ერთი კვირის შემდეგ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს იმ იმედით, რომ თავიდან დაგვეწყო ყველაფერი. ასეც მოხდა ჩვენ ერთმანეთი დავიბრუნეთ.
ადამიანს სჭირდება სიცოცხლის მკვებავი რაიმე ძალა, რაც სტიმულს მისცემს რომ მან ძალიან რთულ დროს ამაყად გააგრძელოს ცხოვრება და დაცემის შემდეგ წამოდგეს და მხრებში გამართულმა გააგრძელოს სიარული.მე კი მასთან ერთად დავიბრუნე ეს ძალა. ახლა ვფიქრობ , რომ უნდა დამეკარგა რომ მისი ფასი გამეგო.ზოგჯერ საჭიროა ჩვენ თვითონ ჩვენივე ფეხით გადავუაროთ ჩვენს სულელურ პრინციპებს, რომ შევძლოთ იმ პრინციპებით სიცოცხლე, რაც ცხოვრებას აწყობს.