ბაღში სეირნობისას მოხუცი კაცის ყურადღება ერთმა ახალგაზრდა ქალმა მიიპყრო. ქალს სახეს თეთრი თავსაბურავი უფარავდა. სახის უმცირესი ნაკვთებიც კი, მის იშვიათ სილამაზეზე მეტყველებდა. მოხუცი თვალს ვეღარ აშორებდა და მისი ხილვით მოხიბლული მუხლებზე დაეცა:
ვინ ხარ? ადამიანი, ანგელოზი, თუ ყველაფერი სიზმარიაო?
ქალმა უპასუხა:
დაგაგვიანდა, ბერიკაცო! იმიტომ მოგწონვარ, რომ თავსაბურავში ჭაღარა თმას ვერ ამჩნევო.
ამ სიტყვების გაგონებაზე მოხუცმა მის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა, ზურგი შეაქცია და წასვლა დააპირა.
ქალმა თავსაბურავი გადაიძრო და გრძელი, შავი თმა მხრებზე დაეფინა.
ასეთი სილამაზის შემყურე მოხუცმა დანანებით წამოიძახა:
რატომ იცრუე? რატომ სთქვი ასეთი ტყუილიო?
უნდა იცოდე, რომ, თუ ჭაღარათმიანი ქალი არ გსიამოვნებს, ხომ შეიძლება, ქალებსაც არ მოწონდეთ ჭაღარა მოხუცები? იმედი მაქვს, ამის შემდეგ მაინც არ დაგრჩება თვალი ახალგაზრდა გოგონებზეო.