გაიცანით, 8 წლის აუტისტი გოგონა, სონია შატალოვა. მას სიტყვების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს.
აფრიკელი – ღამის საუკეთესო მზვერავი.
ქარი – ჰაერი, რომელსაც არ უყვარს მოსვენება.
ვერლიბრი – ლექსი, რომელიც არ ექვემდებარება ლექსთწყობის კანონებს და ამის გამო ის ცუდად არ არის.
ცოდვა – სულიერი კარმა, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს.
ბავშვობა – ბედის აისი ადამიანის ცხოვრებაში.
სული – ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ან ღმერთი ავსებს, ან სატანა.
ცხოვრება – ღვთის წყალობა მის მიერ შექმნილ სამყაროში.
ნაცნობობა – სხვადასხვა სამყაროს შეხვედრა.
იმპროვიზაცია – წარმოსახვითი თამაში სიტყვებით, ხმებით, ფერებით… იმისათვის, რომ უცებ გამოვიდეს რაღაც ახალი.
წიგნი – ნივთი, რომელშიც შეიძლება შევინახოთ ცოდნა და ადამიანების გრძნობები.
ცხენი – დიდი, თბილი, ოთხფეხა ბედნიერება.
სიბრძნე – ზღვარი ცოტასა და ბევრს შორის.
მუზეუმი – დაკონსერვებული დრო.
მუსიკა – ღმერთის სიმღერა ადამიანის აღქმაში – ბგერებისა და ემოციების ჰარმონიული შეთანხმება.
აზრი – სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალა.
მეცნიერება – ცოდნის სისტემა, სადაც ადგილი არ აქვს რწმენას.
ღამე – შავი ქოლგა ვარსკვლავებით.
დასვენება – მუშაობა სიამოვნებით.
გადალახვა – სულის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც გონება და სხეული ყველანაირ დაბრკოლებას დაძლევს.
თავგადასავალი – ისეთი საოცარი მოვლენა, რომელიც გცვლის შენ და შენს სამყაროს.
ჩიტი – ღმერთის განსხეულებული აზრი სიმღერასა და ფრენაზე.
როლი – ეს არის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ თამაშში.
რომანტიკა – განწყობა, როცა ჩვეულებრივში საოცრებას ხედავ.
ზღაპარი – სულისგან გამოგონილი ცხოვრება, სადაც რეალურობა ზედმეტია.
სიცილი – სევდიანი სულის ექიმი.
ძაღლი – ერთგულებისა და მორჩილების მყეფარე განსახიერება.
შეჯიბრება – ეს არის რაღაცის ერთობლივად კეთება იმ მიზნით, რომ გაიგო, ვინ არის უკეთესი.
მაგიდა – მოედანი, რომელზეც ვითარდება თეფშების და მასზე მოთავსებული საჭმლის ცხოვრება.
სირცხვილი – ცეცხლი, რომელიც ადამიანის სულისგან ცოდვას აფრქვევს.
შიში – მუხრუჭი მოქმედებისას.
სიამოვნება – როცა ცუდ ხასიათზე მყოფი ბევრი სტუმარი ქმნის საოცრებებს.
ქარიშხალი – ჭკუიდან შეშლილი ქარი.
ყური – ცოცხალ არსებებში ხმების ხაფანგი.
ფანტაზია – სულის არსებობის გასალამაზებელი ქსოვილი.
ფოტოგრაფია – დაკონსერვებული სახე.
ადამიანი – ისეთი ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს გონება, მეტყველება, მოხერხებული ხელები და იმის უნარი, გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი.
კაცობრიობა – ეს არის ყველა ადამიანი ერთად, თუ მას განვიხილავთ როგორც ერთ დიდ მთლიანობას.
თავის ქალა – ძვლის პატარა ყუთი, რომლის ჩონჩხშიც მთელი სამყაროა მოთავსებული.
ბუშტი – კუბი კუთხეებისა და ნეკნების გარეშე.