Skip to content

ჯონ მაქსველი ლიდერობისა და ძლიერი გუნდის შესახებ

ლიდერებს ძლიერი გუნდის შექმნა სურთ. კონფერენციებითა და ინტერაქტიული ტრენინგებით გუნდს იმ უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევენ, რომლებიც სამომავლოდ თავიანთ ორგანიზაციას სჭირდება. თითოეულ მათგანს ასწავლიან, რამდენად მნიშვნელოვანია მიზნების დამოუკიდებლად მიღწევა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან. დამოუკიდებლები ხდებიან მას შემდეგ, რაც ლიდერი ამის რესურსსა და ნებართვას აძლევთ. ეს საკმარისი არ არის და ნდობაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უნდა მიიღონ ორგანიზაციისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები და დაიცვან მისი ინტერესები.

ეს შესაძლოა რთული ფილოსოფიაა. ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე მწარე გაკვეთილი მივიღე, როდესაც ჩემი გუნდის წევრები დამიპირისპირდნენ. მიზეზი ჩემი ეგოიზმი იყო. მაშინ გავაცნობიერე, რომ თუკი ყველაფერი ლიდერზე იქნება დამოკიდებული, გუნდი მხოლოდ იმას მიაღწევს, რისი მიღწევაც მხოლოდ ლიდერს შეუძლია. მას შემდეგ თავი ვალდებულად ვიგრძენი, რომ მათთვის მეტი დამოუკიდებლობა მიმეცა. ეს ადვილი ნამდვილად არ იყო, თუმცა შედეგმა გამაოცა. ადამიანებს, რომლებსაც საქმისთვის საჭირო უნარები გააჩნიათ და თანაც სანდო არიან, გასაოცარ შედეგებამდე შეუძლიათ მისვლა.

ისტორია გვიჩვენებს გასაოცარ მაგალითს იმის შესახებ, თუ რა შეუძლია ძლიერ გუნდს: მისია ,,აპოლო 13’’, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიის ნაწილია. ეს იყო პილოტირებადი კოსმოსური ხოლმალდი აპოლოს სერიიდან. 1970 წლის 13 აპრილს, როცა ხომალდს უკვე 330 ათასი კილომეტრი გაფრენილი ჰქონდა, ბორტზე ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. სამართავი ნაკვეთურის კვების წყარო მწყობრიდან გამოვიდა. ძრავადან გაზი ჟონავდა, რაც ხომალდს დამატებით იმპულსს ანიჭებდა და მის გადახრას იწვევდა. აღნიშნული ავარიის გამო მთვარეზე გადასხმა შეუძლებელი გახდა, ხოლო ეკიპაჟის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ამაჩქარებელი ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ფრენის მართვის ცენტრმა გადაწყვიტა, ასტრონავტების დედამიწაზე დასაბრუნებლად მთვარეზე დასაშვები მოდულის ძრავები გამოეყენებინა. ამასობაში ხომალდი მთვარისკენ თავისუფალი ტრაექტორიით აგრძელებდა ფრენას. დედამიწაზე დასაბრუნებელ გზაზე დადგომა მხოლოდ მთვარის შემოფრენის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი. ამ დაუგეგმავი თავისუფალი ფრენით ,,აპოლო 13-ის’’ ეკიპაჟმა შემთხვევითი რეკორდი დაამყარა – პილოტირებული მისია 401 056 კილომეტრით დაშორდა დედამიწას.

მართვის ცენტრში სპეციალური დამხმარე შტაბი იყო შექმნილი. ცენტრიდან მიღებული ბრძანებით ასტრონავტებმა ფაქტობრივად 6 მანევრის ჩატარება შეძლეს, რათა დედამიწისკენ მიმავალ სწორ გზას დადგომოდნენ.

ავარიის გამო სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემაც შეფერხებით მუშაობდა. ნახშირორჟანგის შთანთქმელი ფილტრები დიდი ხნით მუშაობაზე არ იყო გათვლილი. გათბობა კი ენერგიის დაზოგვის მიზნით იყო გამორთული. ეკიპაჟის წევრებმა მართვის ცენტრიდან მოწოდებული სქემის მიხედვით ფილტრების აწყობა თავადვე შეძლეს. მათ ამისთვის ჩვეულებრივი საკანცელარიო წებოვანი ლენტიც კი გამოიყენეს.

ნასას ლიდერები საკუთარ გუნდს ენდობოდნენ. სჯეროდათ, რომ შეუძლებელს შეძლებდნენ. უფლებამოსილმა ინჟინრებმა დედამიწაზე შეიმუშავებს გეგმა, თუ როგორ უნდა შეექმნათ ასტრონავტებს ფილტრი ბორტზე არსებული მასალების გამოყენებით. ნასას სწამდა, რომ საკუთარი გუნდი კრიზისს თავიდან აიცილებდა. მათ უბრალოდ მუშაობის ნებართვა მისცეს. აქ არ იყო არანაირი ლიმიტები. ლიდერებმა მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საშუალება მისცეს. გუნდს ყველანაირი რესურსით დაეხმარნენ. აქ იყო შეზღუდული რესურსების შეუზღუდავად გამოყენების საშუალება.

თქვენ და თქვენი გუნდი შესაძლოა ძალიან რთული მისიის წინაშე არ აღმოჩენილხართ, თუმცა გამოწვევების წინაშე ყოველდღე ხართ. ზოგიერთი მცირეა, ზოგიერთი დიდი, თუმცა ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა შენი გუნდისთვის მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა