Skip to content

ცხოვრება რამდენიმე კანონისაგან შედგება, და უმეტეს წილად, ის იმარჯვებს ვისაც კანონები არ აინტერესებს … არ იტაცებს „სიყვარული“ და თავისუფალია, ასეთებს კი იშვიათად სტკენენ გულს, რადგან ისინი თავიანთ გულებთან ახლოს არავის არ უშვებენ…ცხოვრება მიზნის გარეშე არაფერია, ყოველი დღე უნდა გქონდეს დაგეგმილი, თუმცა სიახლეებიც უნდა მივიღოთ…

ყველაფერს კი დრო აფუჭებს. დრო ადამიანს კი არ ქმნის, არამედ თავად ადამიანი ჰქმნის დროს. თუ დროის სწორად გამოყენებას შევძლებთ, ცხოვრებასაც სწორად წავმართავთ. როცა სადმე გვეჩქარება რა თქმა უნდა, ყველას გვიჩნება კითხვა „რა დროა?“ ეს იმიტომ, რომ თავიდანვე არ იფიქრონ ჩვენზე დროის სწორად განაწილება არ შეუძლიაო.

წესი N1 არ მისცე უფლება დროს, რომ შენ შეგქმნას… წესი N2 სანამ არ დარწმუნდები, რომ ღირს რაიმესთვის დროის ფლანგვა, უაზრო ნაბიჯი არ გადადგა…

წესი N3 არ დახარჯო იმაზე დრო, ვინც შენთან დროსი გასაყვანად რჩება.ცხოვრება იდალურ სიურპრიზებს გვიმზადებს, და ჩვენ თავად ვწყვეტთ რა , როგორ, როდის და რატომ ვქნათ, მაგრამ საბოლოო ლოგიკურ წერტილს მაინც ცხოვრება სვამს.დრო გადის და რაც უფრო დაანახებ დროს, რომ მისი არ გეშინია, ის შენს წინაშე თავს დამარცხებულად იგრძნობს. არ გაფლანგო დრო ტირილში,ტკივილში და ამა თუ იმ უაზრო საკითხებში. იბრძოლე რომ შეიქმნა მომავალი, რაც გუშინ იყო ეს წარსულია, ხოლო რაც დღეს იყო ისიც წარსულში გადავა, ამიტომ იცხოვრე მომალის იმედით, არ ღირს ტირილი და დროის ფლანგვა ,უბრალოდ ადექი და იფიქრე, ფიქრში მაინც გალიე დრო.

წესი N4 როცა ბედნიერი ხარ არასოდეს იკითხო „რა დროა?“ , უბრალოდ დატკბი ამ წამებით და ეცადე რომ როგორც წარსული იყო ისეთი გაიხადო მომავალიც, და ჰო მართლა არასოდეს არ მოიშორო ღიმილი რადგან ეს ტკივილის ერთ-ერთი ძლიერი გამომხატველი ფორმაა !

ავტორი: მარიამ გოგინავა