ჯეიმს ბრედოკი წარმატებული მოკრივე, რომელმაც საჩემპიონო ბრძოლაში ხელის რამოდენიმე მიდამოში მიიღო მძიმე დაზიანება. ის დამარცხდა, მაგრამ მიუხედავად უმძიმესი დაზიანებისა, მან მაინც გააგრძელა მოკრივეს კარიერა. შედეგად კი, მისი კარიერა დაღმასვლით განვითარდა. მან დაკარგა მოკრივის ლიცენზია, როდესაც კრივის ასოციაციამ ჩათვალა, რომ ის ვეღარ შეძლებდა კრივის გაგრძელებას.
სამსახურის გარეშე დარჩენილი ჯეიმსი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამას დაემატა ის, რომ ქვეყანაში დაიწყო „დიდი დეპრესია“. მილიონობით ამერიკელის მსგავსად, ჯეიმს ბრედოკს არ ქონდა არანაირი მატერიალური საშუალება. ჯეიმსი ცდილობდა სამსახურის პოვნას, რომ ოჯახი გამოეკვება. ის გემთსაშენზე მოეწყო და მიუხედავად დაზიანებული ხელის საშინელი ტკივილისა, მაინც ახერხებდა და სრული განაკვეთით მუშაობას. მან რა თქმა უნდა დამალა თავისი დაზიანების შესახებ და მუშაობის დროს არც იმჩნევდა აუტანელ ტკივილს. მიუხედავად ჯეიმსის თავდაუზოგავი შრომისა, შემოსავალი მის ოჯახს ყოფნიდან მხოლოდ იმისთვის, რომ მცირე რაოდენობის საკვები შეეძინათ, ამიტომ მთელ ზამთარს სიცივეში და სიბენეში ატარებდნენ.
1934 წელს, რამოდენიმე წელი სიღარიბისა ცხოვრების შემდეგ, ბრედოკს შესთავაზეს დროებითი მოკრივის სამუშაო. ეს სამუშაო ნიშნავდა იმას, რომ თუ რომელიმე პროფესიონალი მოკრივე მიიღებდა დაზიანებას, ან ვერ შეძლებდა ასპარეზობას, მას ბრედოკით ჩაანცვლებდნენ. დიდი ხანი პრაკტიკის და ფორმიდან ამოვარდნის გამო, ყველას ეგონა, რომ ბრედოკი სუსტი მეტოქე იქნებოდა. მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, ბრედოკი მასზე ბევრად უკეთეს მოკრივეებს ანადგურებდა ერთი მეორეზე მიყოლებით, რაც გულშემატკივრების აღფრთოვანებას იწვევდა. მალე მისი ყოფილი მწვრთნელის დახმარებით, მან შეძლო და დაიბრუნა მოკრივეს ლიცენზია.
ბრედოკის მხარდამჭერები ღმერთს ევედრებოდნენ, რომ ჯეიმსი ამ ბრძოლის შემდეგცოცხალი დარჩენილიყო. გამარჯვებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი, ბუკმეკერების აზრით ბრედოკის გამარჯვების შანსი ნულს უტოლდებოდა. „მხოლოდ ზეციდან მოვლენილი საოცრება თუ გადაარჩენს ჯეიმს ბრედოკს“ იწერებოდა მაშინ გაზეთებში. ყველას ეგონა, რომ ბრედოკის ის ზღაპრული დაბრუნება ამ დღეს დამთავრდებოდა.
ეს იყო უმძიმესი ბრძოლა ბრედოკისთვის. მან რამოდენიმე უმძიმესი დარტყმა მიიღო და ნეკნებიც კი ჩაიმტვრია ბრძოლის დროს… მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა და სირთულისა, ბრედოკმა შეძლო შეუძლებელი და მან ბოლომდე მიიყვანა ეს ბრძოლა. არცერთ რაუნდში მას უკან არ დაუხევია და თანაბრად ებრძოდა მასზე “ორი თავით მაღლა მდგომ” მსოფლიო ჩემპიონს. საბოლოოდ კი გამარჯვება და მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ ფაქტმა მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო, ბრედოკის გამარჯვება კრივის სამყაროში იმ დროისათვის ყველაზე გასაოცარ მოვლენა იყო .
ამ გამარჯვების შემდეგ მას „ზღაპრული კაცი“ შეარქვეს მისი საოცარი „ქამბექისთვის“. ღარიბი, დავიწყებული მოკრივედან, მსოფლიო ჩემპიონამდე. მართლაც რომ გასაოცარია. ალბათ რეალურ ცხოვრებაში ერთეულებია ასეთი შემთხვევები და მხოლოდ ფილმებში, ან ზღაპრებში თუ ვნახავთ მსგავს მოვლენებს.
შეიძლება დაუჯერებელი იყოს , მაგრამ ეს დიდებული სპორტსმენი არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ისეთივე, როგორიც ჩვენ ყველანი. ის არ გამოირჩეოდა რაიმე ზებუნებრივი ძალით, ან ნიჭით. მან გააკეთა ის რაც ყველა ადამიანს შეუძლია. დიახ, მან გააკეთა შეუძლებელი, მაგრამ მან ასევე დაინახა ის, რისი დანახვაც სხვამ ვერ ან არ შეძლო. მან დაძლია ტკივილი, შიმშილობა, სიღარიბე. თავგანწირული შრომისა და ჩაუმქრალი ოცნების ხარჯზე მან მოახერხა და შეცვალა მისი ცხოვრება. აიხდინა ოცნება.
ბრედოკის ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ოცნების ასრულებას არ სჭირდება სასწაული, საჭიროა მხოლოდ დაუღალავი შრომა და თავგანწირვა.
„ყველა ოცნება შეიძლება ახდეს!”