Skip to content

რობინ შარმას 17 ხერხი პროდუქტიულობის გაორმაგებისათვის 14 დღეში

ტრინიდადსა და ტობაგოზე ვარ, ინტენსიურად ვთევზაობ და ამით ვავსებ ჩემს ტურს ლათინურ ამერიკაში. გუშინ ვესაუბრე ამ კულტურულად მდიდარი ერის მთავრობის ლიდერებს. ასევე 350-მდე ბავშვს ლიდერობაზე სათაურის გარეშე. გავაანალიზე, თუ როგორ მომწონს როდესაც ბავშვებს ლიდერობის შესახებ ვასწავლი.
მინდა გაგიზიაროთ ის 17 ტაქტიკა რომელიც მე ვისწავლე და ვიცი რომ დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტიულობის გაზრდაში.

17 ხერხი პროდუქტიულობის გაორმაგებისათვის 14 დღეში:

1. დღეში 60 წუთით გამორთე ყველა ტექნიკა და ეცადე, კონცენტრაცია მოახდინე ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე;

2. იმუშავე 90 წუთიანი ციკლით;

3.ყოველი დღე დაიწყე თუნდაც 30 წუთიანი ვარჯიშით;

4. დილაობით, პირველ რიგში ელექტრონულ ფოსტას ნუ შეამოწმებ;

5. გამორთე ყველანაირი სწრაფი შეტყობინება შენს ელექტრონულ მოწყობილობებზე;

6. კვირაში ერთი დღე გქონდეს მხოლოდ განტვირთვისათვის, ახალი ენერგიებით მომარაგებისა და რეგენერაციისათვის. (ეს ნიშნავს : არანაირი იმეილი, არანაირი სატელეფონო ზარები და არანაირი მუშაობა). აუცილებელია, ერთი დღე მთლიანად განტვირთვას დაეთმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი რესურსები ნელ-ნელა ამოიწურება;

7. სტატისტიკის მიხედვით:მუშებს ყოველ 11 წუთში აწყვეტინებენ სამუშოს .ყურადღების გადატანა ამცირებს პროდუქტიულობას. ისწავლე დროის სწორად გამოყენება და უარი თქვი საქმის დროებით შეწყვეტაზე;

8. კვირის ყოველი დღე დაგეგმე კვირას-დილით. “გეგმა, შეგიმსუბუქებს ტანჯვას რაღაცის არჩევისას” (როგორც ნოველისტი საულ ბელოუ იტყოდა). გეგმა აღადგენს ფოკუსს და უზრუნველყოფს ენერგიას;

9. იმუშავე დროის ბლოკებში. კრეატიულ გენიოსებს, ორი რაღაც ჰქონდათ საერთო: როდესაც ისინი მუშაობდნენ, ისინი მთლიანად ჩართულნი იყვნენ და ხანგრძლივად კონცენტრირდებდნენ საქმეზე. იშვიათია მეწარმე, რომელსაც მშვიდად ჯდომა არ შეუძლია;

10. დილაობით დალიე ლიტრი წყალი. ჩვენ ვიღვიძებთ დეჰიდრირებულნი. ყველაზე მნიშვნელოვანი მეწარმისათვის არა დრო,არამედ, ენერგიაა.ხოლო წყალი, აღადგენს მას;

11. არ უპასუხო ტელეფონს ყოველ ჯერზე, როდესაც დარეკავს;

12. არაფერი დაინანო პროფესიული განვითარებისათვის, ამის შემდეგ შენი სამუშაო საათები მეტად ღირებული გახდება;

13. თავი აარიდე ჭორებსა და „ენერგოვამპირებს“;

14. გაზეთს შეეხე მხოლოდ ერთხელ;

15. ჩამოწერე „აღარ გასაკეთებელი“ საქმების სია;

16. გაიღვიძე დილის 5 საათზე;

17. შეხვედრებზე ისაუბრე ფეხზე მდგომმა.

იყავი პროდუქტიული და გახადე შენი სამუშაო მნიშვნელოვანი.

საუკეთესო სურვილებით,

ვიმედოვნებ, რომ ეს იდეები დაგეხმარებათ.

რობინ შარმა