Skip to content

ახალი სამსახური, ახალი პრობლემები. 5 რჩევა სწაფად ადაპტაციისთვის

ურთიერთობა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გარემოპირობების შესაქმნელად. ჩვენთვითონ შეგვიძლია შევიქმნათ უკეთესი პირობები სამსახურში.

მასლოუს პირამიდის მესამე საფეხურს, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების და უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდეგ წარმოადგენს სწორედ სოციოლური მოთხოვნილება, ისწარფვოდე მეგობრული, მოსიყვარულე და „ერთი ოჯახი“-ს ატმოსფეროს შექმნისკენ.

სამსახურის დამწყებთა უმრავლესობა დიდი შეცდომას უშვებს პირველივე კვირაში. ისინი იწყებენ გულის გადაშლას, სიყავრულის და პატივისცემის მოთხოვნას, მეგობრული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, ზედმეტად თამამდებიან , წყვეტენ ფიქრს, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ გამოსავალი.

რჩევა # 1 „პროფესორობა“

არ მოიქცე ზედმეტად თამამად და ნუ შეეცდები თავის წარმოჩენას თითქოს ყოვლისმცოდნე ხარ, ეს შეურაცჰყოფს სხვებს , ამით აძლევ საბაბს რომ აღარ მოგისმინონ, ან უარესი, ცინიკური დამოკიდებულება გაჩნდება შენი საუბრის დროს, რაც არ უნდა ჭეშმარიტი იყოს შენი ნააზრევი.

რჩევა # 2 „შენ რჩეული ხარ“

ილაპარაკე მხოლოდ საქმეზე, შენ იმისთვის შეგარჩიეს ,რომ საქმიანი ადამიანად ჩაგთვალეს. აკეთე შენი საქმე, რაც შეიძლება შეუმჩნევლად.

რჩევა #3 „კურიოზები“

ნუ შეეცდები სახალისო ანეკდოტების მოყოლას. რაც არ უნდა სასაცილო იყოს ეს გაცინების მაგივრად არასერიოზულ დამოკიდებულებას გამოიწვევს მხოლოდ.

რჩევა # 4 „ორგანიზაციული კულტურა“

შეეცადე არ იყო „განსხვავებული“, თანამშრომლებს არ მოსწონთ როცა მათ ტერიტორიაზე უცხო შედის. ნუ აგრძნობინებთ ამას, ზომიერად აყევით მათ ქვევებს და წესებს, არ უარყო თანამშრომლების ორგანიზაციული კულტურა.

რჩევა #5 „სვოტ ანალიზი“

ჩაატარე SWOT ანალიზი თითოეულ თანამშრომელზე, ეს ძალიან დაგეხმარება მათთან ურთიერთობაში, ამით გაიგებ ვის რა შესაძლებლობა აქვს, ვის აქვს ურთიერთობის პრობლემა, ვისთან შეიძლება თავისუფლად საუბარი და ვის უნდა მოერიდო. ერთი „მოკავშირე“ აუცილებლად დაგჭირდებათ თავდაპირველად, ასე რომ გულისყურით შეარჩიეთ პარტნიორი.

ზემოთჩამოთვლილი რჩევების ჯეროვნად შესრულების შემდეგ, მასლოუს პირამიდის მესამე საფეხური დაკმაყოფილებული გექნებათ. ამის შემდგომ მეოთხე საფეხურზეც თამამად შეძლებთ ზრუნვას: „ პატივისცემის მოთხოვნილება“.

გამომგზავნი/ავტორი: ზურაბ ვარდიშვილი