Skip to content

ცხვრებს შორის გაზრდილი ლომი

ერთხელ ერთი ლომი ცხვრის ფარას დაესხა თავს და მისდა გასაოცრად ცხრებს შორის თავისი თანამოძმე აღმოაჩინა.
ლომი დაბადებიდან ცხვრებს შორის იზრდებოდა, ჭამდა ბალახს, როგორც ისინი და ფარას დაყვებოდა.
ახლა კი “ცხვარი–ლომი” ნამდვილი და მრისხანე ლომის წინაშე იდგა და თვალებში შიში ჩადგომოდა და მთელი ტანი უკანკალებდა.
– რას აკეთებ ცხვრებს შორის? – ჰკითხა ნამდვილმა ლომმა “ცხვარ – ლომს”.
– მე ცხვარი ვარ – უპასუხა მას “ცხვარმა–ლომმა”.
– გამომყევი – უთხრა მტაცებელმა ლომმა მას.
ლომმა ცხვრებს შორის გაზრდილი თანამოძმე ერთ ტბაზე წაიყვანა და შიგ ჩაახედა და უთხრა:
– ხედავ? –  და წყალში არეკლილი  უზარმაზარი და ძლიერი სხეულის გამოსახულებაზე მიუთითა.
ეს შენ ხარ! და შენ ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც მე! შენ ლომი ხარ და არა ცხვარი!
და ამის შემდეგ “ცხვარი–ლომი” შეიცვალა, მოეცა ძალა, რწმენა, თავდაჯერებულობა და გახდა უფრო მამაცი და ძლიერი…