“მას ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს მეტოქე არ ჰყავს” – ბენჟამინ ფრანკლინი
“სიყვარული ზოგჯერ ტკივილსაც კი გვაყენებს. ტკივილია, როდესაც გენატრება… თუმცა ყველა ტკივილზე საშინელი ტკივილია გიყვარდეს და თანაც უიმედოდ” – აბრაამ კროული.
“სიყვარულით ქორწინება არ ნიშნავს იმას, რომ ქორწინდები ადამიანზე რომელთანაც შეგიძლია იცხოვრო. სიყვარულით ქორწინება ნიშნავს, რომ ქორწინდები ადამიანზე, რომლის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია…” – უცნობი ავტორი
“მეცოდება ადამიანი, რომლის გულს ჯერ კიდევ ვერ არ უსწავლია, რომ ჰქონდეს იმედი, უყვარდეს და სიმართლით იცხოვროს” – ჯოზეფ კონრადი
“უმჯობესია გიყვარდეს და გული გეტკინოს, ვიდრე არასოდეს გიყვარდეს” – ნეტარი აუგუსტინე
“გიყვარდეს სხვა ადამიანი ნიშნავს ხედავდე ღვთის სახეს” – უცნობი ავტორი
“სიყვარული სხვა ადამიანში საკუთარი თავის აღმოჩენაა ” – ალექსანდრ სმიტი
“მეგობრობა ხშირად სრულდება სიყვარულით. სიყვარული მეგობრობით კი არასოდეს” – ჩარლზ კოლტონი
“იმედის მცირე ნაპერწკალსაც კი შეუძლია დაბადოს სიყვარული” – სტენდალი
“სიკვდილი გამოწვევაა. იგი გვეუბნება, რომ არ დავკარგოთ დრო და ახლავე ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ერთანეთი გვიყვარს ” – უცნობი ავტორი
“სიყვარულს შეუძლია უმკურნალოს ადამიანებს.მათ ვინც გასცემს მას და მათაც ვინც იღებს ” – ექიმი კარლ მენინგერი
“შეიძლება თქვენ სიგიჟეს უწოდებთ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ამას სიყვარული ჰქვია” – უცნობი ავტორი
“სიყვარული ბრმა არაა.ის უფრო მეტს ხედავს, ვიდრე ნაკლებს. და მეტს, რომ ხედავს სწორედ ამიტომ სურს, რომ ნაკლები დაინახოს” – ვილ მოსი
“სიყვარული ფორტეპიანოზე დაკვრას წააგავს. პირველად წესების დაცვით დაკვრის სწავლას უნდა ეცადო. შემდეგ კი უნდა დაივიწყო წესები და მთელი გულით დაუკრა” – უცნობი ავტორი
“შენში – ვკარგავ საკუთარ თავს. შენში – ვპოულობ საკუთარ თავს. და მსურს, რომ კიდევ დავიკარგო…” – უცნობი ავტორი
შენიშვნა: გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია 4motivi.com-ის მიერ