Skip to content

შიშველი ბრძენები

ერთხელ ალექსანდრემ ინდოეთის მეფეს ჰკითხა:

– ვინ შეგასწავლათ თქვენ სიბრძნე?

– შიშველმა ბრძენებმა – უპასუხა მან. ალექსანდრეს მათთან შეხვედრა მოუნდა, ამიტომ ტყეში ბრძენებთან შიკრიკი გაგზავნა, რომელმაც მათ ალექსანდრეს გმირობების შესახებ უამბო. ბრძენებმა გაიკირვეს:

– ნუთუ ალექსანდრეს ამ ყველაფრის გარეშე არ შეეძლო ჩვენთან მოსვლა? ბრძენები დათანხმდნენ მიეღოთ ალექსანდრე და თან მის კითხვებზე გაეცათ პასუხი. ალექსანდრემ 10 კითხვა დასვა და 10 პასუხი მიიღო.

პირველად მან იკითხა: ვინ არიან სამყაროში მეტნი ცოცხლები, თუ მკვდრები?

– ცოცხლები. უპასუხეს ბრძენებმა – რადგანაც მკვდრები აღარ არსებობენ.

მეორე კითხვა: რომელი  მეტად კვებავს ცხოველებს ზღვა თუ მიწა?

– ზღვა რადგანაც თვითონ მიწაც კი კუნძულია მსოფლიო ოკეანეში.

მესამე კითხვა: რომელი ცხოველია ყველაზე ჭკვიანი?

– ის, რომელიც ჯერ ადამიანს არ გადაწყდომია.

მეოთხე კითხვა: რატომ ურჩიეთ პორუსს ჩემთან ბრძოლა?

 – იმიტომ რომ დიდებით ეცხოვრა და დიდებითვე მომკვდარიყო.

მეხუთე კითხვა: რომელი იყო უფრო ადრე, დღე თუ ღამე?

– დღე იყო უფრო ადრე ერთი დღით. (რთული პასუხია – თქვა ალექსანდრემ, რთული შეკითხვის – უპასუხეს ბრძენებმა)

მეექვსე კითხვა: როგორ უნდა დაიმსახურო სიყვარული?

– იყავი ყვლაზე ძლიერი, მაგრამ არა ყველაზე საშიში.

მეშვიდე კითხვა: რომელია უფრო ძლიერი სიცოცხლე თუ სიკვდილი?

– სიცოცხლე რადგანაც მასში მეტი ტკივილია.

მერვე: როდის უნდა მოკვდეს ადამიანი?

– მაშინ როდესაც სიკვდილი მისთვის სიცოცხლეზე უკეთესი იქნება.

ბოლო 2 შეკითხვა ისტორიამ არ შემოინახა.

ინდური გადმოცემა