ერთხელ ალექსანდრემ ინდოეთის მეფეს ჰკითხა:
– ვინ შეგასწავლათ თქვენ სიბრძნე?
– შიშველმა ბრძენებმა – უპასუხა მან. ალექსანდრეს მათთან შეხვედრა მოუნდა, ამიტომ ტყეში ბრძენებთან შიკრიკი გაგზავნა, რომელმაც მათ ალექსანდრეს გმირობების შესახებ უამბო. ბრძენებმა გაიკირვეს:
– ნუთუ ალექსანდრეს ამ ყველაფრის გარეშე არ შეეძლო ჩვენთან მოსვლა? ბრძენები დათანხმდნენ მიეღოთ ალექსანდრე და თან მის კითხვებზე გაეცათ პასუხი. ალექსანდრემ 10 კითხვა დასვა და 10 პასუხი მიიღო.
პირველად მან იკითხა: ვინ არიან სამყაროში მეტნი ცოცხლები, თუ მკვდრები?
– ცოცხლები. უპასუხეს ბრძენებმა – რადგანაც მკვდრები აღარ არსებობენ.
მეორე კითხვა: რომელი მეტად კვებავს ცხოველებს ზღვა თუ მიწა?
– ზღვა რადგანაც თვითონ მიწაც კი კუნძულია მსოფლიო ოკეანეში.
მესამე კითხვა: რომელი ცხოველია ყველაზე ჭკვიანი?
– ის, რომელიც ჯერ ადამიანს არ გადაწყდომია.
მეოთხე კითხვა: რატომ ურჩიეთ პორუსს ჩემთან ბრძოლა?
– იმიტომ რომ დიდებით ეცხოვრა და დიდებითვე მომკვდარიყო.
მეხუთე კითხვა: რომელი იყო უფრო ადრე, დღე თუ ღამე?
– დღე იყო უფრო ადრე ერთი დღით. (რთული პასუხია – თქვა ალექსანდრემ, რთული შეკითხვის – უპასუხეს ბრძენებმა)
მეექვსე კითხვა: როგორ უნდა დაიმსახურო სიყვარული?
– იყავი ყვლაზე ძლიერი, მაგრამ არა ყველაზე საშიში.
მეშვიდე კითხვა: რომელია უფრო ძლიერი სიცოცხლე თუ სიკვდილი?
– სიცოცხლე რადგანაც მასში მეტი ტკივილია.
მერვე: როდის უნდა მოკვდეს ადამიანი?
– მაშინ როდესაც სიკვდილი მისთვის სიცოცხლეზე უკეთესი იქნება.
ბოლო 2 შეკითხვა ისტორიამ არ შემოინახა.
ინდური გადმოცემა