Skip to content

შეტყობინება სხვა სამყაროდან

1899 წლის ზაფხულს, როდესაც ნიკოლა ტესლა მარტო მუშაობდა Colorado Springs-ის ლაბორატორიაში, მან შენიშნა უჩვეულო რითმული სიგნალების სერია. ეს სიგნალები აღწერა, როგორც „დათვლის კოდები“. ტესლამ თავიდანვე ჩათვალა, რომ სიგნალები მარსიდან ან ვენერიდან იყო და თქვა:“გრძნობებმა ამავსო, რადგანაც შეიძლება პირველი ადამიანი ვყოფილიყავი, რომელმაც სხვა პლანეტიდან მისალმება გაიგო.“

მომავალ წელს Red Cross-სმა სთხოვა ტესლას გაეკეთებინა წინასწარმეტყველება, თუ რა უდიდეს მიღწევებს მიაღწევს ადამიანი მომავალ საუკუნეში. გთავაზობთ მეცნიერის პასუხს :

ამერიკის წითელ ჯვარს, ნიუ-ორკი

რეტროსპექტივა დიდებულია, პერსპექტივა შთამაგონებელი: ორივეზე ბევრი შეიძლება ითქვას. თუმცა ერთი იდეა დომინანტურია ჩემს გონებაში. ის-ჩემი საუკეთესო, ჩემი ძვირფასი- კეთილშობილური საქმისთვისაა.

მე ვაკვირდებოდი ელექტრულ რეაქციებს, რომლების ახსნა შეუძლებელია. სუსტი და გაურკვეველი რეაქციებია, თუმცა მე ღრმა ცოდნა და წინასწარმეტყველების შესაძლებლობა მომცეს. მალე ყველა ადამიანისნაირი არსება ამ პლანეტაზე თვალებს ზეცისკენ გაიშურებს სიყვარულისა და თაყვანისცემის გრძნობით და ძალიან გახარებული იქნება ამბით:“ძმებო! ჩვენ მივიღეთ შეტყობინება სხვა სამყაროდან, უცნობიდან და შორეულიდან. ის იკითხება, როგორც: ერთი…ორი…სამი…“

1900 წლის შობა

ნიკოლა ტესლა