Skip to content

ტერი პრატჩეტის 42 ცხოვრებისეული ციტატა

1. „ცხოვრებაში ყველაფერი თავისი გზით მიდიოდა, გარდა იმისა, რაც უკუღმა წავიდა“.

2. „იდეაში, ყველა ქორწინება შეიძლება ბედნიერი იყოს. მოჭერით თავი ახალგაზრდებს, სანამ ნიშნობისას იტყვიან „კი“-ს და სულ ეგ არის.“

3. „ყველა სახელი როდი ეკვრის ადამიანს კარგად. სახელი უნდა იყოს ისეთი, რომ მასში კომფორტული იყოს იატაკის გაწმენდა“.

4. „არავის უყვარს ყურებამდე ლაფში ყოფნა, ყვავილებს – მითუმეტეს, თუმცა იზრდებიან.“

5. „წარმატების ინგრენდიენტია, არ იცოდეთ ის, რომ მისი მიღწევა შეუძლებელია“.

6. „კატებს ისეთი სახელები უნდა მივცეთ, რომელთა გვიან ღამით დაძახებაც არ იქნება სამარცხვინო.“

7. „ცხოვრებაში ყოველთვის არის გმირობის ადგილი. მთავარია, ამ ადგილისგან შორს ვიყოთ.“

8. „ადამიანები საინტერესო არსებები არიან. სასწაულებით მოცულ სამყაროში, მათ შეძლეს და მოწყენილობა მოიგონეს.“

9. „გახსოვდეს რომ ხალხი, ხელგაწვდილი შენი წარმატებისკენ, იგივე ხალხია, რომელიც ხელს გაიწვდის შენს ჩამოხრჩობაზე. ადამიანებს უყვართ სანახაობა.“

10. „სიძულვილი ზურგით შემობრუნებული სიყვარულია.“

11. „ცოდვაა, ადამიანებს ისე მოექცეთ, როგორც ნივთებს“

12. „ადამიანი, რომლის ყიდვაც შეიძლება, როგორც წესი, არაფერი ღირს.“

13. „საშინელებაა, როცა თავში საინტერესო იდეებს ნახულობ და ვერ ხვდები, ისინი იქ რას აკეთებენ.“

14. „ნდობა – შეხედულება სამყაროზე, ადამიანის ადგილზე მასში, რომელსაც მხოლოდ გულუბრყვილონი იზიარებენ.“

15. „სისულელეა, იმედი გქონდეს, რომ რაღაც გლობალურს შეძლებ, მაგალითად – შექმნი ბედნიერებას ყველასთვის. მაგრამ ყველას შეუძლია რაღაც მცირედის გაკეთება, რომლითაც მსოფლიო, ოდნავ მაინც, შეიცვლება. მაგალითად, ვინმეს მოკვლა.“

16. „საქმე უფრო ადვილია, თუ გააცნობიერებთ, რომ ისტორიის დიდებული ტრიუმფებისა და ტრაგედიების მიზეზი არა ადამიანთა ბოროტება და სიკეთეა, არამედ ის, რომ თავისი არსებით ისინი ადამიანები არიან.“

17. „მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ, შექმნან მათთვის უკეთესი სამყარო.“

18. „ყველა საქმე საინტერესოა, სანამ არ დაკავდები ამ საქმიანობით.“

19. „ადამიანები თანახმა არიან, შველას დიდი ხნის განმავლობაში დაელოდნონ, მაგრამ ყოველთვის დროზე უყვართ საუზმობა.“

20. „კატები რომ ბაყაყებს გავდნენ, ჩვენ უფრო მალე გავიგებდით, რა საშინელი არსებები არიან ისინი სინამდვილეში“.

21. „საერთოდ, ჩვენ დიდი გამოდილება გვაქვსგამოცდილების არქონისა.“

22. „როდესაც დგამ ნაბიჯს, ცხოვრება მომენტალურად იღებს კონკრეტულ მიმართულებას.“

23. „ადამიანი ზოგჯერ იმიტომ იცინის, რომ ცრემლების ადგილი აღარ აქვს.“

24. „მხდალი ადამიანისგან, ზოგჯერ, უფრო კარგი სტრატეგი იქმნება.“

25. „არის სიკვდილი და არის გადასახადები, მაგრამ სიკვდილი უფრო კარგია, ვინაიდან ის ერთხელ, გადასახადები კი ყოველდღე მოდის.“

26. „ნორმალური ადამიანი, რომელიც ყოველდღე დადის სამსახურში და უვლის ოჯახს, არაფრით განსხვავდება შეშლილი ადამიანისგან.“

27. „რა ცხოვრებაა ეს, სადაც სულ უნდა იცურო, რომ ერთსა და იმავე ადგილას დარჩე.“

28. „თუ წესებს არ მიაქცევთ ყურადღებას, ადამიანები მას ისე გადააკეთებენ, რომ თქვენ აღარ შეგეხოთ.“

29. „ზოგჯერ სიკეთე უნდა გააკეთო, რომ დასაჯო ადამიანი.“

30. „მხოლოდ მიწაზე მყარად მდგარ ადამიანს შეუძლია, ოცნების კოშკები აიგოს.“

31. „არაფერია იმ ადამიანზე საშინელი, რომელიც სამყაროსთვის მადლობის გადახდას აპირებს.“

32. „არანორმალური ყოველთვის ხდება ნორმალური, მთავარია -მივცეთ დრო.“

33. „რეალურად მნიშვნელოვან რაღაცებს არასდროს იწერენ, რადგან ისინი ყოველთვის ახსოვთ“

34. „არეულობა ყოველთვის ჯაბნის წესრიგს, რადგან უფრო კარგად არის ორგანიზებული.“

35. „იყო ყოველთვის სამართლიანი, ეს იგივეა რაც, დადიოდე ველოსიპედით, რომელსაც ქაღალდის ბორბლები აქვს.“

36. „სიტყვები ნამდვილად დიდ ძალას წარმოადგენენ, ისინი ენიდან გადმოვარდებიან მანამ, სანამ მოლაპარაკე პირის გაჩერებას მოასწრებს.“

37. „შეიძლება ბევრ ქვეყანას ესტუმრო, მაგრამ მერე იქ უნდა წახვიდე, სადაც გააანალიზებ ნანახს. ვერ იმოგზაურებ ვერსად,ვიდრე არ შეიცნობ სახლს.“

38. „მან, ვინც შექმნა ადამიანი, დაუშვა ერთი ძალიან დიდი შეცდომა – ადამიანები მაინც ცდილობენ მუხლებზე დაჩოქებას.“

39. „ზოგჯერ ერთადერთი რამ, რაც ადამინისთვის შეგიძლია გააკეთო, არის დასწრება.“

40. „საქორწინო ფიცი დგება ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ დაიფიცონ, რომ ხვრინავს მათი მეორე ნახევარი.“

41. „ფრთხილი იყავი შენს სურვილებთან, არასდროს იცი, ვინ გაიგებს მათ.“

42. „ზოგჯერ ვზივარ და ვფიქრობ, შენი საქმეა დაწერო წიგნი და არა შეცვალო სამყარო, ეს უკვე სხვას ევალება. მაგრამ მერე ვჩერდები და ვიტყვი, არა, ჩემი საქმეა – შევცვალო სამყარო!“